მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 38:23

22. დაბრუნდა იუდასთან და უთხრა: ვერ ვიპოვე ქალი. იქაურმა ხალხმაც მითხრა, არ ყოფილაო აქ მეძავი.23. უთხრა იუდამ: წაეღო ბარემ, რომ დასაცინი არ გავმხდარიყავით. აჰა, ხომ გაგატანე თიკანი, მაგრამ ვერ იპოვე ქალი.24. გავიდა სამიოდე თვე და ემცნო იუდას, გაბოზდაო თამარი, შენი რძალი, და დაორსულდაო კიდეც ბოზობით. თქვა იუდამ: გამოიყვანეთ, რათა დაიწვას.
დაბადება თავი 38
23. უთხრა იუდამ: წაეღო ბარემ, რომ დასაცინი არ გავმხდარიყავით. აჰა, ხომ გაგატანე თიკანი, მაგრამ ვერ იპოვე ქალი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 62. „და იხილა მუნ იუდა ასული კაცისა ქანანელისაჲ" (დაბ 38:2–3)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იუდასა და თამარის თხრობა (38:6-24):

..., იქიდან დაბრუნდა და თავის სახლში მოვიდა. ხოლო იუდამ, ამის არმცოდნემ, აღთქმა შეასრულა — თხა გაუგზავნა თამარს, რომ მისთვის მიცემული წინდი უკან წამოეღო; მაგრამ მოვლინებულმა ვერსად იპოვა ის ქალი, დაბრუნდა და იუდას აცნობა, რომ ვერსად იპოვა. მაშინ იუდამ თქვა: ნუმცა გვაკიცხავენ იმისთვის, რომ მადლიერნი ვერ აღმოვჩნდით (), — ჯერ კიდევ არ იცოდა, რა მოხდა. მაგრამ სამი თვის შემდეგ, როცა მუცლის ტვირთი ჩასახვას ამხელდა და ფარულ შეუღლებაზე არავის ეცოდინა, — მაშინ იუდას აცნობეს, რომ თამარი „მიდგომილ არს იგი სიძვით"; ხოლო მან ამის გაგებისას „თქუა: გამოიყუანეთ იგი და დაწვით ცეცხლითა" (). დიდია მძვინვარება! საშინელი სასჯელი, რადგან ცოდვა დიდად მოჩანდა. რა მოიმოქმედა თამარმა? მან იუდას გაუგზავნა ნივთები, რომლებიც წინდად მისგან მიიღო, და უთხრა: „კაცითა მისგან, რომლისა არს ესე წინდი", მისგან მივიღე მუცლის ნაყოფი.

2. თამარის გამართლება და ტყუპთა წინასახე (38:26-30)

შენიშნე, როგორ წარმოადგინა მდუმარემ ამ ჟამამდე ყველაზე სარწმუნო მოწმეები, რომლებსაც ხმის ამოღება და მისი უდანაშაულობის საკმარისად დამოწმება შეეძლოთ. რადგან ამგვარი საქმისთვის ბრალდებულს სამი მოწმის წარდგენა ეკუთვნოდა, მან წინდად მიცემ...

სრულად ნახვა