მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 38:26

25. როცა გამოჰყავდათ, შეუთვალა ქალმა თავის მამამთილს: ვისიც ეს ნივთებია, მისგან ვარ ორსულად. აჰა, იცანი, ვისია ეს ბეჭედი, თასმები და არგანი.26. იცნო იუდამ და თქვა: ვტყუივარ ამ ქალთან, რომ არ მივათხოვე იგი შელას, ჩემს ვაჟს. ამის მერე აღარ შესულა იუდა თამართან.27. მშობიარობის ჟამი რომ დაუდგა, აჰა, ტყუპები არიან მის მუცელში.
დაბადება თავი 38
26. იცნო იუდამ და თქვა: ვტყუივარ ამ ქალთან, რომ არ მივათხოვე იგი შელას, ჩემს ვაჟს. ამის მერე აღარ შესულა იუდა თამართან.
საუბარი 62. „და იხილა მუნ იუდა ასული კაცისა ქანანელისაჲ" (დაბ 38:2–3)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. თამარის გამართლება და ტყუპთა წინასახე (38:26-30):

შენიშნე, როგორ წარმოადგინა მდუმარემ ამ ჟამამდე ყველაზე სარწმუნო მოწმეები, რომლებსაც ხმის ამოღება და მისი უდანაშაულობის საკმარისად დამოწმება შეეძლოთ. რადგან ამგვარი საქმისთვის ბრალდებულს სამი მოწმის წარდგენა ეკუთვნოდა, მან წინდად მიცემული სამი ნივთი გაგზავნა, რომლებსაც მისი სასარგებლოდ მოწმობა შეეძლოთ: ბეჭედი, მძივი და კუერთხი, და სახლში რომ დარჩა, სიტყვა რომ არ წამოსცდა, — ამით გაიმარჯვა. იუდამ ეს ნივთები იცნო და თქვა: „მართალ არს თამარ, ვიდრე-ღა მე რამეთუ არა მივეც სელომს, ძესა ჩემსა" (). რას ნიშნავს „მართალ არს... ვიდრე-ღა მე"? ნიშნავს: იგი უდანაშაულოა, ხოლო მე თავს ვაქცევ განსჯილად და საკუთარ დანაშაულს ვამხელ, თუმცა არავინ მამხილებს; ანდა უკეთ რომ ვთქვათ — მყავს ძლიერი მამხილებელი: მისთვის მიცემული წინდი. მერე, კვლავ თამარის გასამართლებლად, ამბობს: „რამეთუ არა მივეც სელომს, ძესა ჩემსა". შესაძლოა, ასეც მოხდა განსაკუთრებული მიზეზით, რომელსაც გეტყვით. კერძოდ: იუდა ფიქრობდა, რომ ჰერისა და ავნანის სიკვდილის მიზეზი თამარი იყო, და სელომის მიმართაც იმავეს შიშობდა, ამიტომ არ მისცა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის