მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 39:17

16. გვერდით დაიდო ქალმა იოსების სამოსელი და ასე იყო მისი ბატონის შინ დაბრუნებამდე.17. უამბო ქმარს ეს ამბავი, ასე უთხრა: შემოვიდა შენი მოყვანილი ებრაელი მონა ჩემთან საარშიყოდ.18. როცა ყვირილი ავტეხე, შემატოვა თავისი სამოსელი და გარეთ გაიქცა.
დაბადება თავი 39
17. უამბო ქმარს ეს ამბავი, ასე უთხრა: შემოვიდა შენი მოყვანილი ებრაელი მონა ჩემთან საარშიყოდ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 62. „და იხილა მუნ იუდა ასული კაცისა ქანანელისაჲ" (დაბ 38:2–3)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ღვთის მადლი საპყრობილეში და სათნოების ძალა (39:17-23):

...ი სწორედ ამიტომ დატოვაო, ხოლო თავად შეინახაო. ხოლო კაცთმოყვარე ღმერთი თავისი სულგრძელობით ამას იმისთვის უშვებდა, რომ მით უფრო ედიდებინა თავისი მსახური. როცა ქმარი მოვიდა, ეს ყოველივე დიდი ეშმაკობით მოუთხრო და, ჭაბუკის ბრალდებით, ამბობდა: „შემოვიდა ჩემდა მონაჲ ესე ებრაელი, რომელი შემოიყვანე, კიცხევად შენდა" (). უბედურო და საბრალოვ! არა ის შემოვიდა შენთან, რომ შეგარცხვინოს, არამედ შენ ეშმაკი ხელმძღვანელობდა, რომ არა მხოლოდ მემრუშე გამხდარიყავი, არამედ საჭიროების შემთხვევაში მკვლელობაც ჩაგედინა. თავისი სიტყვების დასადასტურებლად ჭაბუკის სამოსელს აჩვენებდა.

ამის გათვალისწინებით, იფიქრე, რამდენად კაცთმოყვარეა ყველა ადამიანის საერთო უფალი. როგორც ადრე მისი მკვლელობის მსურველი ძმებისგან იხსნა იოსები და ისე მოაწყო, რომ ჯერ, რუბენის რჩევით, მღვიმეში ჩააგდეს, შემდეგ კი, იუდას რჩევით, ვაჭრებს მიჰყიდეს, რათა სიზმრების აღსრულებამ მართალი დაერწმუნებინა, რომ არა უმიზეზოდ და არა უმიზნოდ გაეხსნა ეს, — ასევე ახლა ზეციურმა მარჯვენამ უცხოტომელი შეაკავა და არ მისცა, მაშინვე მიეჩქარა ჭაბუკის მოსაკლავად. ნამდვილად, რამ შეუშალა ხელი, როცა გაიგო, რომ ჭაბუკი მის სარეცელსაც კი ხელყოფდა? მაგრამ ღვთის განგებამ ისე მოაწყო, რომ ბატონმა ისეთი სიმშვიდე გამოიჩინა,...

სრულად ნახვა