მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 39:5

4. ჰპოვა იოსებმა მადლი მის თვალში და გახდა მისი მსახური. დაადგინა იგი ბატონმა თავისი სახლის ზედამხედველად და მთელი თავისი საბადებელი ჩააბარა.5. მას შემდეგ, რაც ჩააბარა თავისი სახლი და მთელი თავისი საბადებელი, აკურთხა უფალმა ამ ეგვიპტელის სახლი იოსების გამო და იყო უფლის კურთხევა ყველაფერზე, რაც კი ებადა მას შინ და გარეთ.6. მიანდო მთელი თავისი საბადებელი იოსებს და, ვიდრე იოსები მასთან იყო, სმა- ჭამის გარდა სხვა საზრუნავი არაფერი ჰქონია. მშვენიერი იყო იოსები თვალად და ტანად.
დაბადება თავი 39
5. მას შემდეგ, რაც ჩააბარა თავისი სახლი და მთელი თავისი საბადებელი, აკურთხა უფალმა ამ ეგვიპტელის სახლი იოსების გამო და იყო უფლის კურთხევა ყველაფერზე, რაც კი ებადა მას შინ და გარეთ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 62. „და იხილა მუნ იუდა ასული კაცისა ქანანელისაჲ" (დაბ 38:2–3)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. იოსები ეგვიპტეში და ღვთის განგება (39:1-6):

...ფსალმ 4:2). შენ, ამბობს, ჭირი არ მოგიშორებია, არ მომეცი სიმშვიდე მისგან ათავისუფლებით, არამედ — რაც საკვირველი და უჩვეულოა — თავად ჭირთა შორის უსაფრთხოებაში მომიყვანე. იგივეს აქაც აკეთებს კაცთმოყვარე უფალი. „და იყო კურთხევაჲ უფლისაჲ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა... იოსებისათჳს" (), — ნათქვამია. უცხოტომელიც კი დარწმუნდა, რომ თითქოს მონა ღვთის სათნო ადამიანთაგანია. „და მისცა ყოველივე, რაჲცა იყო მისი, ჴელთა იოსებისთა... და არღარა იცოდა, რასა იქმოდა იოსებ, გარნა პური, რომელ ჭამის მან" (), — ნათქვამია. თითქმის ბატონად დაადგინა მთელ სახლზე. ამრიგად, მონას, ტყვეს, თავისი ბატონის მთელი ქონება ხელთ ეპყრა. ასეთია სათნოება! სადაც არ უნდა გამოჩნდეს, ყველგან ყოველივეს სძლევს და ყველაფერზე ბატონობს. როგორც სინათლის გამოჩენისას ბნელი ქრება, ისე განიდევნება ყოველგვარი ბოროტება, როგორც კი სათნოება გამოჩნდება.

4. იოსების უმანკოების ბრძოლა (39:6-10)

მაგრამ სასტიკი მხეცი, ეშმაკი, ხედავდა, რომ მართალი წარმატებას აღწევდა და თითქოსდა მწუხარე გარემოებებით კიდევ უფრო დიდებული ხდებოდა, — კბილებს აღრჭენდა და შმაგდებოდა, და, რადგან მართლის დღითიდღე უფრო დიდი დიდების მოხვეჭის ხი...

სრულად ნახვა