მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 40:19

18. მიუგო იოსებმა და უთხრა: ეს იქნება ახსნა: სამი კალათი სამი დღეა.19. სამი დღის შემდეგ აგწევს ფარაონი, ხეზე ჩამოგკიდებს და ფრინველები დაძიძგნიან შენს ხორცს.20. მესამე დღეს, ფარაონის დაბადების დღეს, გაუმართა ფარაონმა ლხინი თავის მორჩილებს და მოიკითხა თავის მორჩილთა შორის მწდეთუხუცესი და მეპურეთუხუცესი.
დაბადება თავი 40
19. სამი დღის შემდეგ აგწევს ფარაონი, ხეზე ჩამოგკიდებს და ფრინველები დაძიძგნიან შენს ხორცს.
საუბარი 63. „არარაჲ იცოდა მესაპყრობილეთმთავარმან მან არცა ერთი რაჲ იოსებისათჳს" (დაბ 39:23)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. იოსების თავმდაბლობა და სულგრძელობა (40:19-23):

ამის მსმენელი, საყვარელო, ნუ ადანაშაულებ მართალს სულმოკლეობაში, არამედ უკეთ იმას მიაგე, რომ ასეთ ჭირთა შორის მამაცად და სულგრძელად იტანდა საპყრობილეში ყოფნას. თუმცა საპყრობილის მეთაურისგან ხშირად ხელმწიფებას იღებდა, მაინც მძიმე იყო მისთვის პატიმრობა და დაცემულ და უწმინდურ ადამიანებთან ერთად ყოფნა. შენიშნე მისი სიბრძნისმოყვარე სული იმაშიც, როგორ იტანდა ყოველივეს სულის სიმტკიცით, ყოველივეში ღრმა თავმდაბლობას ავლენდა. „და ყავ ჩემ ზედა წყალობაჲ", — ამბობს, — „და მოიჴსენე ჩემთჳს წინაშე ფარაოჲსა და განმიყვანოს მე საპყრობილისა ამისგან". აქ ყურადღება მიაქციე, რომ იმ ბოროტმზრახველ მეძავზე არაფერს ამბობს, ბატონსაც არ ადანაშაულებს, ძმების არაადამიანობასაც არ ახსენებს; არამედ, ყოველივე ამას ფარავს, ამბობს: გამიხსენე და ეცადე, რომ ამ საპყრობილიდან გამომიყვანონ. „რამეთუ პარვით წარმომიპარეს მე ქუეყანით ებრაელთაჲთ. და აქა-ცა არარაჲ ვქმენ ბოროტი და შემომაგდეს მე სახლსა ამას ჯურღმულისასა". ნუ დავტოვებთ ამას ყურადღების მიღმა, არამედ დავფიქრდეთ მისი სულის სიბრძნისმოყვარეობაზე, — იმაზე, რომ ასეთი შემთხვევა რომ ეპოვა და იცოდა, რომ მწდეს,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის