...ზეგარდმო მადლი გამოუცხადებს. როცა განსაზღვრული დღე დადგა, იოსების სიტყვები თავად საქმით გამართლდა: ორივეს ისე შეემთხვა, როგორც მან იწინასწარმეტყველა; ერთი კვლავ პირვანდელ კეთილდღეობას დაუბრუნდა, მეორე კი სიკვდილით დაისაჯა. თუმცა მწდესეს, რომელიც ასე დაანუგეშა იოსებმა, „არა მოეჴსენა იოსებ, არამედ დაავიწყდა" (). და კვლავ შეხედე მართალს, როგორ მოღვაწეობს, თითქოს ბრძოლის სასწავლებელში ან პალესტრაში იმყოფებოდეს, და თავისი სიმამაცის მტკიცებულებებს წარმოაჩენს, არანაირი შფოთის, შიშისა და გაღიზიანების გარეშე. სხვა რომ ყოფილიყო, ჩვეულებრივ ადამიანთაგანი, შესაძლოა, თავისთვის ეთქვა: ეს რა ამბავია? მეღვინემ, ჩემი სიზმრის განმარტების შესაბამისად, ასე მალე ბედნიერება დაიბრუნა და ჩემზე, ვინც ეს უწინასწარმეტყველა, აღარ გაიხსენა. აი, ის ბედნიერებაშია; ხოლო მე, რომელმაც არაფერი ბოროტი ჩავიდინე, საპყრობილეში ვარ, მკვლელებთან, ქურდებთან, ავაზაკებთან, ათასგვარი ბოროტების ჩამდენ ადამიანებთან ერთად. მსგავსი რამ მან არ თქვა და არ იფიქრა: იცოდა, რომ მისი ასპარეზობა იმიტომაა ასე ხანგრძლივი, რომ ჯეროვნად მოღვაწეობით ბრწყინვალე გვირგვინი მიეღო.
3. ფარაონის სიზმრები და ღვთის განგება (41:1-38)
შენიშნე, რომ მეღვინის აღდგინების შემდეგ, ნათქვამია, ორი წელი გავ...