...ეფემ იმავე საპყრობილეში ჩაყრა განსაჯა. მეციხოვნეთა მეთაურმა ისინი მიიღო და იოსებს ჩააბარა. ის მათთან უკვე არა როგორც პატიმარი მოექცეოდა, არამედ როგორც თავისი მზრუნველობის თანამონაწილე, ანდა უკეთ რომ ვთქვათ — როგორც ისეთი ადამიანი, რომელსაც პატიმართა მძიმე ხვედრის შემსუბუქება შეეძლო. „და დგა იგი წინაშე მათსა" (), — ნათქვამია. რას ნიშნავს „დგა წინაშე მათსა"? ანუ, ანუგეშებდა, სულს უმაგრებდა, ამხნევებდა და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნის საშუალებას არ აძლევდა. ისინი დიდხანს იყვნენ საპყრობილეში და ერთ ღამეს ორივემ, მწდემემაც და მეპურემაც, სიზმარი იხილა. მაგრამ ეს საკვირველი კაცი, მათ ნუგეშინისცემაზე მზრუნველი, რომელმაც შენიშნა, რომ სიზმრებმა შეშფოთებასა და დაბნეულობაში ჩააგდო ისინი, ეუბნება: „რაჲსათჳს პირნი თქუენნი მწუხარე არიან დღეს" (), — რადგან მათი სახეები შინაგან შფოთს ამხელდნენ. ბრძენმაც თქვა: „გულისა მხიარულისა პირიცა მხიარულ არნ; ხოლო რომელნი მწუხარებასა შინა არიედ, მათი პირიცა მწუხარე არნ" (). ამრიგად, სიზმრებისგან დამწუხრებულნი რომ დაინახა, მიზეზის გაგება სურდა და ეკითხებოდა. შეხედე, როგორ იჩენდა საპყრობილეშიც თავის სათნოებას დ...
დაბადება 40:4
3. და ჩაყარა ისინი ქონდაქართუხუცესის სახლში, საპყრობილეში, იქ, სადაც იოსები იყო დამწყვდეული.4. მიუჩინა მათ ქონდაქართუხუცესმა იოსები და ისიც ემსახურებოდა. ასე იყვნენ ერთხანს საპყრობილეში.5. ესიზმრა ერთ ღამეს ორთავეს სიზმარი, თითოეულს თავისი, საკუთრივ ასახსნელი, ეგვიპტის მეფის მწდეს და მეპურეს, საპყრობილეში რომ იყვნენ დამწყვდეულნი.
დაბადება თავი 40