...ე არნ"** (). ამრიგად, სიზმრებისგან დამწუხრებულნი რომ დაინახა, მიზეზის გაგება სურდა და ეკითხებოდა. შეხედე, როგორ იჩენდა საპყრობილეშიც თავის სათნოებას და სხვათა მწუხარების შემსუბუქებას ცდილობდა! რა უპასუხეს მათ? „ჩუენებაჲ ვიხილეთ და გამომეტყუელ მისა არა ვინ არს" (), — ამბობენ. არ იცოდნენ მათთან მოლაპარაკის სიბრძნე; მას ერთ-ერთად, მრავალთაგან, მიიჩნევდნენ; ამიტომ სიზმარს არც მოუყვებიან, არამედ მხოლოდ ამბობენ, რომ სიზმარი იხილეს და ახსნა არავის შეუძლია. მაგრამ ეს საკვირველი კაცი ეუბნება: „ანუ არა ღმრთისა მიერ არს გამოთქმაჲ მათი? მითხართ იგი მე" (). ჩემ თავს შემიძლია რაიმე განმარტება აღგითქვათ? ღმერთია, ვინც გამოცხადებებს უწყებს. „მითხართ იგი მე". შეხედე, რა სიბრძნე და რა საკვირველი თავმდაბლობა! არ ამბობს: მე ავხსნი, მე გაჩვენებთ სიზმრების მნიშვნელობას; არამედ რას ეუბნება? „მითხართ იგი მე". მხოლოდ ღმერთი უწყებს ასეთ გამოცხადებებს. „და უთხრა ღჳნისმნემან მან". მისი მოსმენის შემდეგ იოსებმა უთხრა: **„ესე არს გამოთარგმანებაჲ მაგისი: სამნი იგი ძირნი სამნი დღენი არიან... სამნი დღენი წარჴდენ, მოეჴსენოს ფარაოს სამთავროჲ შენი და კუალად დაგა...
დაბადება 40:8
7. შეეკითხა ფარაონის კარისკაცებს, რომელნიც მასთან ერთად იყვნენ პატიმრად მისი ბატონის სახლში: დღეს რატომ დაგიღრეჯიათ სახე?8. უთხრეს: სიზმარი გვესიზმრა, მაგრამ არ არის მისი ამხსნელი. უთხრა იოსებმა: განა ღვთისგან არ არის ახსნა? აბა, მიამბეთ.9. უამბო მწდეთუხუცესმა იოსებს თავისი სიზმარი და უთხრა: ვხედავ, სიზმარში ვაზია ჩემს წინ.
დაბადება თავი 40