დაბადება 41:11
10. ფარაონი განურისხდა თავის მორჩილთ და მიგვცა პატიმრად ქონდაქართუხუცესის სახლში, მე და მეპურეთუხუცესი.11. ვნახეთ სიზმარი ერთ ღამეს მეც და იმანაც, თითოეულმა საკუთრივ ასახსნელი სიზმარი ვნახეთ.12. ჩვენთან ერთად იყო იქ ერთი ებრაელი ყმაწვილი, ქონდაქართუხუცესის მორჩილი. ვუამბეთ მას და მანაც აგვიხსნა სიზმრები, თითოეულს ჩვენ-ჩვენი სიზმრის მიხედვით აგვიხსნა.
დაბადება თავი 41