...ცა მეპურესთან ერთად საპყრობილეში იყო, და მიიღო ახსნა იოსებისგან, და როგორ აღსრულდა მისი წინასწარმეტყველების შესაბამისად ყოველივე თავად საქმით. მეფემ, ეს რომ მოისმინა, იოსების მოყვანა ბრძანა; „და გამოიყუანა იგი საპყრობილისა მისგან. დაუკვეცეს მას თმაჲ და შეუცვალეს მას სამოსელი მისი და მოვიდა წინაშე ფარაოჲსა" (). შეხედე, რა პატივი თავიდანვე, უეცრად! უკვე კარგად განწმენდილი მოთმინებით, ოქროსავით ბრწყინვალე, საპყრობილიდან გამოდის და ფარაონს წარუდგება. ხედავ, რას ნიშნავს ზეგარდმო შეწევნის ქონა? შენიშნე, როგორ ემზადებოდა ყოველივე იმისთვის, რომ იოსების საქმე აღსრულებულიყო. რადგან უმანკოების უდიდესი ღვაწლი აღასრულა, უზნეო ეგვიპტელის მახეებსს გაექცა და საპყრობილეში ჩააგდეს, ღვთის ნება იყო, რომ იმავე დროს იქვე მოხვედრილიყვნენ ფარაონის მეღვინე და მეპურე, და სიზმრების განმარტებით მისი სიბრძნე შეეცნოთ, რათა ახლა დროულად გახსენებულიყო და ყველასთვის ცნობილი გამხდარიყო. „და ჰრქუა ფარაო იოსებს: ჩუენებაჲ ვიხილე და არა ვინ არს, რომელმან-ცა განმიმარტა იგი, ხოლო მე მასმიეს შენთჳს ვითარმედ თქჳან, გესმის რაჲ ჩუენებაჲ, განჰმარტი იგი" (). აი, როგორ — ფარაონი სირცხვილის გამო პირდაპირ არ ამბობს, რომ ჩემმა ბრძ...
დაბადება 41:14
13. და როგორც აგვიხსნა, ისეც აგვიხდა: მე ჩემს სამსახურში დამაბრუნა ფარაონმა, ის კი ხეზე ჩამოჰკიდა.14. გაგზავნა კაცი ფარაონმა და იხმო იოსები; ისიც სასწრაფოდ ამოიყვანეს დილეგიდან, გაიპარსა, სამოსელი გამოიცვალა და წარუდგა ფარაონს.15. უთხრა ფარაონმა იოსებს: სიზმარი მესიზმრა, მაგრამ არავინაა მისი ამხსნელი. შენზე გავიგე, თუ სიზმარს მოისმენს, ახსნაც შეუძლიაო.
დაბადება თავი 41