...ის უძლურებაც და უფლის ყოვლისშემძლეობაც. ახლა, როცა გაიგე, რომ არა ადამიანური სიბრძნითა და არა საკუთარი მსჯელობით ვხსნი ამას, მითხარი, რა გამოგიცხადა ღმერთმა. ეს რომ მოისმინა, ფარაონი თავის სიზმრებს მოუყვება, პირველსა და მეორეს, და ამბობს: „რეცა ესე უთხარ გამომეტყუელთა და არა ვინ არს, რომელმან-ცა მითხრა მე" (). მაგრამ ჩემგან არ გსმენია, ამბობს იოსები, რომ ადამიანური სიბრძნისთვის ეს შეუცნობია? ამიტომ ბრძენებს ნუ ადანაშაულებ; ისინი ვერასოდეს შეიცნობდნენ იმას, რაც ზეგარდმო გამოცხადებას საჭიროებს. „და ჰრქუა იოსებ ფარაოს: ჩუენება ფარაოჲსი ორი-ვე ერთ არს" (), — ამბობს. ხოლო იმისთვის, რომ დარწმუნდე — ღვთის მიერ გამოცხადებული ნამდვილად აღსრულდება და ღმერთი ჩქარობს მის აღსრულებას, — მოგეცა მეორედ იმავე სიზმრის ხილვა (). განმეორება ნაჩვენების დადასტურებას და მისი სრული აღსრულების თავდებობას ემსახურება. შემდეგ ახსნა შვიდეული რიცხვი ძროხებისა და თავთავების, და თქვა, რომ ჯერ ყოველივეში დიდი სიუხვე იქნება, ხოლო მის შემდეგ სასტიკი შიმშილი მოჰყვება, და ბოლოს ფარაონს საუკეთესო რჩევაც შესთავაზა. დაადგინე, ეუბნება, ეგვიპტეზე ადამიანი, რომელიც შვიდ ნაყოფიე...
დაბადება 41:24
23. აჰა, კვლავ შვიდი თავთავი, გამომშრალი, ფშუტე და ხორშაკისგან დახრუკული აღმოცენდა მათ შემდეგ.24. ჩაყლაპეს თავთავებმა შვიდი საღი თავთავი. ვუამბე მისნებს, მაგრამ შემტყობარი არავინ იყო.25. უთხრა იოსებმა ფარაონს: ერთი და იგივეა ფარაონის სიზმრები. რის ქმნასაც ღმერთი აპირებს, თავად ამცნო ფარაონს:
დაბადება თავი 41