მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 41:42

41. უთხრა ფარაონმა იოსებს: აჰა, დამიდგენიხარ მთელი ეგვიპტის განმგებელად!42. წაიძრო ხელიდან ფარაონმა ბეჭედი და გაუკეთა ხელზე იოსებს; შემოსა ზეზის შესამოსელით და ოქროს ძეწკვი ჩამოჰკიდა ყელზე.43. დასვა თავის მეორე ეტლზე და აცხადებდნენ მის წინაშე: მუხლი მოიყარეთ! ასე დაუდგინა იგი განმგებელად მთელს ეგვიპტის ქვეყანას.
დაბადება თავი 41
42. წაიძრო ხელიდან ფარაონმა ბეჭედი და გაუკეთა ხელზე იოსებს; შემოსა ზეზის შესამოსელით და ოქროს ძეწკვი ჩამოჰკიდა ყელზე.
საუბარი 63. „არარაჲ იცოდა მესაპყრობილეთმთავარმან მან არცა ერთი რაჲ იოსებისათჳს" (დაბ 39:23)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. იოსების ამაღლება ეგვიპტეზე (41:39-46):

ხედავ, როგორ მიხვდა თავად ფარაონიც, რომ ზეგარდმო განსაკუთრებული გამოცხადებით გაუწყდა ეს ყოველივე. ვინ ვიპოვოთ, ამბობს, ისეთი, ვინც ღირსი იქნებოდა ღვთის სულის თავის თავში ქონის მადლისა? „და ჰრქუა ფარაო იოსებს, რამეთუ გიჩუენა შენ ღმერთმან ესე ყოველი და არა ვინ არს კაცი უბრძნეს შენსა და უგულისხმისმყოფელეს შენსა" ().

შენიშნე აქ, რომ არანაირი შემთხვევა ხელისშემშლელი ვერ იქნება, როცა ღვთის განგების უფალს თავისი ჩანაფიქრის აღსრულება სურს. აი, იოსების ძმებმა თითქმის მოკლეს, შემდეგ გაჰყიდეს, ცილისწამებას დაექვემდებარა, რომელიც უკიდურეს საფრთხეს უქმნიდა, და ესოდენ ხანს საპყრობილეში იმყოფებოდა, — და ამ ყოველივეს შემდეგ თითქმის სამეფო ტახტზე ავიდა. „რამეთუ გიჩუენა შენ ღმერთმან ესე ყოველი და არა ვინ არს კაცი უბრძნეს შენსა და უგულისხმისმყოფელეს შენსა. შენ იყავ სახლსა ზედა ჩემსა და პირსა შენსა ერჩდეს ერი ჩემი, გარნა ხოლო საყდრითა გმატდე მე შენ" (დაბ 41:39–40). აი, როგორ ხდება პატიმარი უეცრად მთელი ეგვიპტის მეფე; ის, ვინც მზარეულთმთავარმა საპყრობილეში ჩააგდო, ახლა მეფისგან პატივის უმაღლეს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის