...მ ცხოვრებაში, ამ მართალმა თავისი სულგრძელობის, მოთმინებისა და სხვა სათნოებებისთვის, — საპყრობილიდან სამეფო სასახლეში გადავიდა! ნათქვამია, რომ ჰყავდა ორი ვაჟი შიმშილობის წლების დადგომამდე; და „უწოდა სახელი იოსებ პირმშოსა მას მანასე და თქუა: დამავიწყა მე ღმერთმან ყოველი სალმობაჲ ჩემი და ყოველი მამისა ჩემისა" (). შენიშნე ამ კაცის ღვთისმოსაობა იმაშიც, რომ შვილის სახელში მთელი თავისი ხსოვნის საფუძველს დებს, რათა მადლიერება ღვთის მიმართ მუდმივი გახადოს, რათა შვილმაც საკუთარი სახელიდან შეიტყოს იმ განსაცდელთა და მოთმინების შესახებ, რომლითაც მართალი ასეთ დიდ დიდებას მიაღწია. „დამავიწყა მე ღმერთმან ყოველი სალმობაჲ ჩემი და ყოველი მამისა ჩემისა". რას ნიშნავს „ყოველი სალმობაჲ ჩემი"? ვფიქრობ, აქ მის ორგზის მონობასა და საპყრობილეში ტანჯვას გულისხმობს, ხოლო „ყოველი მამისა ჩემისა" — მამისგან განშორებას, როცა მამის მკერდიდან მოაშორეს და ჯერ კიდევ სიყმაწვილეში, ასეთი მზრუნველობით აღზრდილი, თავისუფალი მდგომარეობიდან მონობაში გადავიდა. „და სახელი მეორისა მის უწოდა ეფრემ და თქუა: რამეთუ აღმაორძინა მე ღმერთმან სიმდაბლესა შინა ჩემსა" (). შეხედე, მეორე ვაჟის სახელიც სრულ მადლიერებას გამოხატავს....
დაბადება 41:51
50. მოუსავლიანი წელიწადის დადგომამდე შეეძინა იოსებს ორი ვაჟი, რომელნიც უშვა მას ასენეთმა, ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასულმა.51. უწოდა იოსებმა პირმშოს სახელად მენაშე, რადგან თქვა: დამავიწყა ღმერთმა მთელი ჩემი ტანჯვა-წვალება და მამაჩემის სახლი.52. ხოლო მეორეს უწოდა სახელად ეფრემი, რადგან თქვა: ნაყოფიერმყო ღმერთმა ჩემი გაჭირვების ქვეყანაში.
დაბადება თავი 41