მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 41:55

54. დაიწყო შვიდი მოუსავლიანი წელიწადი, როგორც ნათქვამი ჰქონდა იოსებს. იყო შიმშილი ყველა ქვეყანაში, მაგრამ ეგვიპტის ქვეყნად იპოვებოდა პური.55. დაიმშა მთელი ეგვიპტის ქვეყანა და შეღაღადა ხალხმა ფარაონს, რათა მიეცა მისთვის პური. გამოუცხადა ფარაონმა მთელს ეგვიპტეს: მიდით იოსებთან და როგორც გეტყვით, ისე მოიქეცით.56. შიმშილი იყო მთელი დედამიწის ზურგზე. გააღო იოსებმა ყველა ბეღელი და დააპურა ეგვიპტელები. შიმშილი კი გაძლიერდა ეგვიპტის ქვეყანაში.
დაბადება თავი 41
55. დაიმშა მთელი ეგვიპტის ქვეყანა და შეღაღადა ხალხმა ფარაონს, რათა მიეცა მისთვის პური. გამოუცხადა ფარაონმა მთელს ეგვიპტეს: მიდით იოსებთან და როგორც გეტყვით, ისე მოიქეცით.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 64. „განვიდა იოსებ პირისაგან ფარაოჲსა" (დაბ 41:46–49)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იოსების ხელმწიფება და ძმების მოსვლა ეგვიპტეში (41:51–42:7):

..."** (), — ნათქვამია. მაგრამ, როცა სიმწირე გაიზარდა, ხალხმა ფარაონს შეჰღაღადა, რადგან მძიმე გაჭირვებას ვერ იტანდა; შიმშილით იძულებულნი მეფეს მიმართეს. მაგრამ შეხედე მის აღიარებას. „ჰრქუა ფარაო ყოველთა მეგჳპტელთა: მივედით იოსებისა და რაჲ-იგი გრქუას, იგი-ცა ყავთ" (). ის თითქოს ამბობს: რატომ მოხვედით ჩემთან? განა ვერ ხედავთ, რომ მე მხოლოდ სამეფო სამოსს ვატარებ, ხოლო ჩვენი საერთო გადარჩენის მიზეზი ის არის? ნუ მირბიხართ, მას რომ ტოვებთ, არამედ მასთან მიდით, „და რაჲ-იგი გრქუას, იგი-ცა ყავთ. განახუნა იოსებ ყოველნი იგი იფქლისა საუნჯენი და ჰყიდდა ყოველთა ეგჳპტელთა ზედა" (დაბ 41:55–56). და, რადგან შიმშილმა ყველას მოიცვა, „ყოველი სოფლები მოვიდოდა ეგჳპტედ სყიდად იფქლისა იოსებისა, რამეთუ დაიპყრა სიყმილმან ყოველი ქუეყანაჲ" (). შეხედე, როგორ თანდათან იწყება იოსების სიზმრების აღსრულება. როცა შიმშილი გაძლიერდა და ქანაანამდე გავრცელდა, სადაც მისი მამა იაკობი ცხოვრობდა, მან, შეიტყო რა, რომ ეგვიპტეში იფქლი იყიდება, **„ჰრქუა ძეთა თჳსთა: რაჲსა უდებ ხართ. აჰა, მესმა, ვითარმედ არს იფქლი ეგჳპტედ, შთავედით მუნ და მიყიდეთ ჩუენ მცირედ საზრდელი, რათა ვცხოვნდეთ...

სრულად ნახვა