..., ტყვე, მონა, ებრაელი, და გამოეცხადებინა ის, რაც მრავალთათვის ფარული იყო, რითაც ყველას ეჩვენებინა მასზე ანათებული ზეგარდმო მადლი. როცა შეკრებილმა ყველა ბრძენმა ვერაფერი შეძლო, ვერც პირის გახსნა მოახერხა, მაშინ მეღვინე, რომელმაც გაიხსენა, ფარაონს უყვება მასთან მომხდარს და ეუბნება: „ცოდვაჲ ჩემი მოვიჴსენო დღეს" (). და შემდეგ მოუთხრობს, როგორ იხილა იმ ჟამს სიზმარი, როცა მეპურესთან ერთად საპყრობილეში იყო, და მიიღო ახსნა იოსებისგან, და როგორ აღსრულდა მისი წინასწარმეტყველების შესაბამისად ყოველივე თავად საქმით. მეფემ, ეს რომ მოისმინა, იოსების მოყვანა ბრძანა; „და გამოიყუანა იგი საპყრობილისა მისგან. დაუკვეცეს მას თმაჲ და შეუცვალეს მას სამოსელი მისი და მოვიდა წინაშე ფარაოჲსა" (). შეხედე, რა პატივი თავიდანვე, უეცრად! უკვე კარგად განწმენდილი მოთმინებით, ოქროსავით ბრწყინვალე, საპყრობილიდან გამოდის და ფარაონს წარუდგება. ხედავ, რას ნიშნავს ზეგარდმო შეწევნის ქონა? შენიშნე, როგორ ემზადებოდა ყოველივე იმისთვის, რომ იოსების საქმე აღსრულებულიყო. რადგან უმანკოების უდიდესი ღვაწლი აღასრულა, უზნეო ეგვიპტელის მახეებსს გაექცა და საპყრობილეში ჩააგდეს, ღვთის ნება იყო, რომ იმავე დროს იქვე მოხვედრილიყვნენ ფარაონის...
დაბადება 41:9
8. დილით დაუმძიმდა სული ფარაონს და იხმო ეგვიპტის ყველა მისანი და ბრძენი, და უამბო მათ ფარაონმა თავისი სიზმრები, მაგრამ ვერავინ აუხსნა ისინი ფარაონს.9. მაშინ მიმართა მწდეთუხფცესმა ფარაონს და ასე უთხრა: ახლა მახსენდება ჩემი ცოდვები.10. ფარაონი განურისხდა თავის მორჩილთ და მიგვცა პატიმრად ქონდაქართუხუცესის სახლში, მე და მეპურეთუხუცესი.
დაბადება თავი 41