და უპირველეს ყოვლისა, ეკითხება, რომელი ქვეყნიდან არიან; ისინი პასუხობენ, რომ ქანაანის ქვეყნიდან, — პური რომ იყიდონ, მოსულან. შიმშილმა გვაიძულა, ამბობენ, ეს მგზავრობა გვეწარმოებინა; და ამ მიზეზით, ჩვენიანები რომ დავტოვეთ, აქ მოვედით. „მოეჴსენა იოსებს ჩუენებაჲ იგი, რომელ იხილა მან" (). სიზმრები რომ გაიხსენა და დაინახა, რომ ისინი თავად საქმით სრულდებოდნენ, სურდა ყოველივე დაწვრილებით გაეგო. ამიტომ, დიდი სიმკაცრით, მაშინვე პასუხობს და ეუბნება: „მსტოარნი ხართ და ალაგთა სოფლისათა მისრულ ხართ ხილვად" (). კარგი განზრახვით კი არ მოსულხართ, ეუბნება. როგორც ჩანს, რაღაც მზაკვრობითა და ბოროტი ჩანაფიქრით მოსულხართ. ისინი დაიბნენ და პასუხობენ: „არა, უფალო" (). და იმას, რისი შეტყობაც იოსებს სურდა, თავადვე უხსნიან. „მონანი შენნი ვართ", — ამბობენ, — „მოვედით სყიდად საზრდელისა. ჩუენ ყოველი ძმანი ვართ და ძენი ერთისა კაცისანი მშჳდობისანი ვართ და არა მსტოვარნი" (დაბ 42:10–11). მხოლოდ თავიანთ თავს...
დაბადება 42:10
9. გაახსენდა იოსებს სიზმრები, მათზე რომ დაესიზმრა, და უთხრა: მსტოვრები ხართ, ამ ქვეყნის სიშიშვლის დასაზვერად მოხვედით.10. უთხრეს: არა, ბატონო, პურის საყიდლად მოვედით შენი მორჩილნი.11. ერთი მამის შვილები ვართ ყველანი, პატიოსანი ხალხი ვართ. არ არიან მსტოვრები შენი მორჩილნი.
დაბადება თავი 42