...სყიდად საზრდელისა. ჩუენ ყოველი ძმანი ვართ და ძენი ერთისა კაცისანი მშჳდობისანი ვართ და არა მსტოვარნი"** (დაბ 42:10–11). მხოლოდ თავიანთ თავს იცავენ და სულში შიშით შეძრულნი, ჯერ კიდევ ვერ გამოხატავენ იმას, რისი შეტყობაც იოსებს სურდა. ამიტომ ის კვლავ ეუბნება: „არა, არამედ ალაგთა სოფლებისათა მოსრულ ხართ ხილვად" (). ტყუილად მეუბნებით ამას; თქვენი იერსახეც აჩვენებს, რომ რაღაც ბოროტი ჩანაფიქრით მოსულხართ. იძულებულნი და მისი შეწყალების მოპოვების მსურველნი, ეუბნებიან: „ათორმეტნი ვიყვენით ჩუენ ძმანი, მონანი შენნი" (). რა მოტყუება სიტყვებში! და იმასაც, ვინც თავადვე მიჰყიდეს მოვაჭრეებს, რიცხვში ჩართავენ. და არ ამბობენ: „ჩვენ თორმეტნი ვიყავით", არამედ „ათორმეტნი ვიყვენით. და ერთი უმრწემესი ჩუენი მამისა თანა არს". სწორედ ეს სურდა იოსებს შეეტყო — თუ ხომ არ მოექცნენ მის უმცროს ძმასაც ისევე, როგორც მას. „ერთი უმრწემესი ჩუენი მამისა თანა არს დღეს, ხოლო ერთი იგი არა არს ჩუენ შორის" (). მიზეზს ნათლად არ მიუთითებენ, მხოლოდ ამბობენ: „არა არს". ასეთი პასუხიდან ეჭვი რომ გაუჩნდა, ხომ არ მოუქცევიათ ბენიამინისთვისაც რაღაც მსგავსი, ეუბნება: **„ესე იგი...
დაბადება 42:12
11. ერთი მამის შვილები ვართ ყველანი, პატიოსანი ხალხი ვართ. არ არიან მსტოვრები შენი მორჩილნი.12. უთხრა: არა, ქვეყნის სიშიშვლის დასაზვერად მოხვედითო.13. უთხრეს: თორმეტი ძმანი ვართ შენი მორჩილნი, ერთი მამის შვილები, ქანაანის ქვეყნის მკვიდრნი. უმცროსი ახლა მამასთანაა, ერთი აღარა გვყავს.
დაბადება თავი 42