მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 42:19

18. უთხრა მათ იოსებმა მესამე დღეს: ასე მოიქეცით და ცოცხლები დარჩებით; ღვთისმოშიში კაცი ვარ მე.19. თუ პატიოსნები ხართ, დარჩეს თქვენი ერთი ძმა საპყრობილეში, სხვები წადით და მიუტანეთ პური თქვენიანებს.20. აქ მომიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა, რათა დამტკიცდეს თქვენი ნათქვამი და აგცდეთ სიკვდილი. დათანხმდნენ.
დაბადება თავი 42
19. თუ პატიოსნები ხართ, დარჩეს თქვენი ერთი ძმა საპყრობილეში, სხვები წადით და მიუტანეთ პური თქვენიანებს.
საუბარი 64. „განვიდა იოსებ პირისაგან ფარაოჲსა" (დაბ 41:46–49)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. იოსების გამოკითხვა და ძმების აღიარება (42:9-21):

და უპირველეს ყოვლისა, ეკითხება, რომელი ქვეყნიდან არიან; ისინი პასუხობენ, რომ ქანაანის ქვეყნიდან, — პური რომ იყიდონ, მოსულან. შიმშილმა გვაიძულა, ამბობენ, ეს მგზავრობა გვეწარმოებინა; და ამ მიზეზით, ჩვენიანები რომ დავტოვეთ, აქ მოვედით. „მოეჴსენა იოსებს ჩუენებაჲ იგი, რომელ იხილა მან" (). სიზმრები რომ გაიხსენა და დაინახა, რომ ისინი თავად საქმით სრულდებოდნენ, სურდა ყოველივე დაწვრილებით გაეგო. ამიტომ, დიდი სიმკაცრით, მაშინვე პასუხობს და ეუბნება: „მსტოარნი ხართ და ალაგთა სოფლისათა მისრულ ხართ ხილვად" (). კარგი განზრახვით კი არ მოსულხართ, ეუბნება. როგორც ჩანს, რაღაც მზაკვრობითა და ბოროტი ჩანაფიქრით მოსულხართ. ისინი დაიბნენ და პასუხობენ: „არა, უფალო" (). და იმას, რისი შეტყობაც იოსებს სურდა, თავადვე უხსნიან. „მონანი შენნი ვართ", — ამბობენ, — „მოვედით სყიდად საზრდელისა. ჩუენ ყოველი ძმანი ვართ და ძენი ერთისა კაცისანი მშჳდობისანი ვართ და არა მსტოვარნი" (დაბ 42:10–11). მხოლოდ თავიანთ თავს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის