...ცმა შეჭამაო), ისე სიმეონის მიმართაც სასოწარკვეთილებას ეძლეოდა, ხოლო ბოლოს ბენიამინის გამოც კანკალებდა. მაგრამ ჯერ კიდევ წინ ეღობებოდა და ყმაწვილს არ უშვებდა. „მიუგო რუბენ მამასა თჳსსა და ჰრქუა: ორნი ესე ძენი ჩემნი მოსწყჳდენ, უკუეთუ არა მოვიყვანო ეგე შენდა. მომეც მე ეგე ჴელთა ჩემთა და მე აღმოგგუარო ეგე შენ" (). მომანდე, ამბობს, ჩემ ხელში ჩაბარდე, მე დაგიბრუნებ.
4. იაკობის მწუხარება და ბენიამინის გაგზავნა (42:38–43:18)
რუბენი ასე იქცეოდა იმ ფიქრით, რომ ბენიამინის გარეშე მათ ეგვიპტეში ხელახლა მისვლა და საჭიროს შეძენა არ შეეძლოთ; მაგრამ მამა ვაჟს არ უშვებს და ეუბნება: „არა შთავიდეს ძე ჩემი თქუენ თანა". მიზეზსაც ამბობს, თითქოს შვილების წინაშე იმართლებს: „რამეთუ ძმაჲ მაგისი მოკუდა და ეგე მარტოჲ დაშთომილ არს და შეემთხჳოს რაჲმე სნეულებაჲ", როგორც სრულიად ყმაწვილს, „გზასა ზედა... და შთაავლინოთ სიბერე ჩემი მწუხარებით ჯოჯოხეთად" (). მისი ბავშვობის ასაკის გამო მეშინია, ამბობს; შიშობს, ეს ნუგეშიც არ წამართვას და მწუხარებით არ დავასრულო სიცოცხლე. ხოლო, სანამ ის ჩემთან რჩება, თუნდაც მცირე ნუგეში მაინც მაქვს; მისი თანაყოფნა მისი ძმის გამო ჩემს მწუხარებას უმსუბუქებს. ამრიგად, ბენიამინი...