მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 42:38

37. ასე უთხრა რეუბენმა მამამისს: ჩემი ორი შვილი მომიკალი, თუ უკან არ მოგიყვანო! მე ჩამაბარე და მევე დაგიბრუნებ.38. უთხრა იაკობმა: ჩემს შვილს ვერ გაგატანთ, რადგან მკვდარია მისი ძმა და ესღა შემრჩა. რამე უბედურება შეხვდება გზაზე, სადაც მიდიხართ. გამწარებულს ჩაიყვანთ ჩემს ჭაღარას შავეთში!
დაბადება თავი 42
38. უთხრა იაკობმა: ჩემს შვილს ვერ გაგატანთ, რადგან მკვდარია მისი ძმა და ესღა შემრჩა. რამე უბედურება შეხვდება გზაზე, სადაც მიდიხართ. გამწარებულს ჩაიყვანთ ჩემს ჭაღარას შავეთში!
საუბარი 64. „განვიდა იოსებ პირისაგან ფარაოჲსა" (დაბ 41:46–49)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. იაკობის მწუხარება და ბენიამინის გაგზავნა (42:38–43:18):

რუბენი ასე იქცეოდა იმ ფიქრით, რომ ბენიამინის გარეშე მათ ეგვიპტეში ხელახლა მისვლა და საჭიროს შეძენა არ შეეძლოთ; მაგრამ მამა ვაჟს არ უშვებს და ეუბნება: „არა შთავიდეს ძე ჩემი თქუენ თანა". მიზეზსაც ამბობს, თითქოს შვილების წინაშე იმართლებს: „რამეთუ ძმაჲ მაგისი მოკუდა და ეგე მარტოჲ დაშთომილ არს და შეემთხჳოს რაჲმე სნეულებაჲ", როგორც სრულიად ყმაწვილს, „გზასა ზედა... და შთაავლინოთ სიბერე ჩემი მწუხარებით ჯოჯოხეთად" (). მისი ბავშვობის ასაკის გამო მეშინია, ამბობს; შიშობს, ეს ნუგეშიც არ წამართვას და მწუხარებით არ დავასრულო სიცოცხლე. ხოლო, სანამ ის ჩემთან რჩება, თუნდაც მცირე ნუგეში მაინც მაქვს; მისი თანაყოფნა მისი ძმის გამო ჩემს მწუხარებას უმსუბუქებს. ამრიგად, ბენიამინისადმი სიყვარული მამას ვაჟის გაშვების ნებას არ აძლევს. ამასობაში შიმშილი კიდევ უფრო გაძლიერდა და საჭმელი აკლდათ. მამა ეუბნება: კვლავ წადით და მცირედი საჭმელი მოიტანეთ. „ჰრქუა მას იუდა: წამებით მიწამებდა ჩუენ კაცი იგი, უფალი ქუეყანისა მის, და თქუა: ვერ იხილოთ პირი ჩემი, უკუეთუ არა ძმაჲ იგი თქუენი უმრწემესი იყოს თქუენ თანა....

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის