მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 42:4

3. ჩავიდა იოსების ათი ძმა ხორბლის საყიდლად ეგვიპტეში.4. ხოლო ბენიამინი, იოსების ძმა, არ გააყოლა იაკობმა მის ძმებს; თქვა: უბედურება არ შეემთხვესო.5. მივიდნენ ისრაელიანები სხვა მიმსვლელებთან ერთად, რადგან შიმშილი იყო ქანაანის ქვეყანაში.
დაბადება თავი 42
4. ხოლო ბენიამინი, იოსების ძმა, არ გააყოლა იაკობმა მის ძმებს; თქვა: უბედურება არ შეემთხვესო.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 64. „განვიდა იოსებ პირისაგან ფარაოჲსა" (დაბ 41:46–49)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იოსების ხელმწიფება და ძმების მოსვლა ეგვიპტეში (41:51–42:7):

...თ და თავადვე აღესრულებინათ იმ სიზმრის ახსნა, რომლის შესახებაც თავად ისინივე ამბობდნენ, როცა იოსებისგან სიზმრის შესახებ მოისმინეს. „შთავიდეს ძმანი იოსებისნი ათნი", — ნათქვამია, — ხოლო ბენიამინი, რომელიც იოსებთან ერთი დედის იყო, თან არ წაიყვანეს, რადგან მამამ თქვა: „ნუუკუე სნეულებაჲ რაჲმე ხუდეს გზასა ზედა" (). ყმაწვილ ასაკში ყოფნის გამო ინდობდა მას. „მოვიდეს ძმანი იოსებისნი და თაყუანის-სცეს მას", ეგვიპტის მთავარს, „პირსა ზედა ქუეყანისასა" (). ახლა ეს ყოველივე უნებლიეთ აკეთებენ, რადგან მას შემდეგ ბევრი დრო იყო გასული; ძმას სახის ნაკვთებითაც ვერ შეიცნობდნენ; შესაძლოა, ასაკის სიმწიფემ სახეში გარკვეული ცვლილებაც მოახდინა. ვფიქრობ, ეს ყოველივე ყოვლისმომცველ ღმერთის განგებითაც მოხდა, რათა მათ ძმა ვერ შეეცნოთ — ვერც მის საუბრიდან, ვერც სახით. და საიდანაც აზრად მოუვიდოდათ ეს? ისინი ფიქრობდნენ, რომ ის, ისმაელთა მონა გახდა რა, მანამდეც ბარბაროსთა მონობაში იყო. ასე რომ, ვერაფრის წარმოდგენა რომ არ შეეძლოთ, ისინი იოსებს ვერ ცნობდნენ; ხოლო მან, როგორც კი დაინახა, მაშინვე იცნო ისინი, მაგრამ შეეცადა დაეფარა და გადაწყვიტა, მათთან როგორც უცხოებთან მოქცეულიყო. „არა გამოეცხადა მათ", — ნათქვამია,...

სრულად ნახვა