მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 44:10

9. შენს მორჩილთაგან თუ ვინმეს აღმოაჩნდა თასი, მოკვდეს იგი, ხოლო დანარჩენები მონებად გავუხდებით ჩვენს ბატონს.10. უთხრა: ეგრე იყოს, როგორც თქვენ ამბობთ. ვისაც აღმოაჩნდება, თასი, მონად გამიხდეს; დანარჩენი უდანაშაულო იქნებით.11. საჩქაროდ ჩამოიღეს თავთავიანთი ტომრები და პირი მოხსნეს ტომრებს.
დაბადება თავი 44
10. უთხრა: ეგრე იყოს, როგორც თქვენ ამბობთ. ვისაც აღმოაჩნდება, თასი, მონად გამიხდეს; დანარჩენი უდანაშაულო იქნებით.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 64. „განვიდა იოსებ პირისაგან ფარაოჲსა" (დაბ 41:46–49)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. სტუმართმოყვარეობა და ბარძიმის გამოცდა (43:23–44:17):

...გან ასეთი თავხედობა გაბედა, „და ჩუენმცა ვართ უფლისა შენისა მონა" (). სინდისის რწმენა ამ კადნიერებით ლაპარაკის საშუალებას აძლევდა. „ხოლო მან ჰრქუა: და აწ ვითარ იტყჳთ, ეგრე იყავნ. ვის თანა-ცა იპოოს ბარძიმი იგი, იყავნ ჩუენდა მონა", ხოლო თქვენ გაშვებულნი იქნებით (). ეს რომ თქვა, ჩხრეკის ნება მისცეს და „იწყო და აღიხილვიდა უხუცესითგან, ვიდრემდე მოვიდა უმრწემესისა". და ძაძა რომ გახსნა, ბარძიმი მასთან იპოვა (). ესეც გონებას დაუბნელებდა. „დაიპეს სამოსელი მათი და აჰკიდეს კაცად-კაცადმან ტჳრთი თჳსი კარაულსა მათთა და მიიქცეს ქალაქად. შევიდა იუდა და ძმანი მისნი იოსებისა... და დაცჳვეს წინაშე მისსა ქუეყანისა ზედა" (დაბ 44:13–14). შენიშნე, რამდენჯერ თაყვანს იცემენ. იოსებმა უთხრა: ეს რა გააკეთეთ? განა არ იცოდეთ, რომ ამ ბარძიმით ზმნით ვიზმნი? „ჰრქუა მას იუდა: რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ უფალსა ჩუენსა, ანუ რასა ვიტყოდით, ანუ რასა ვიმართლობდეთ, რამეთუ ღმერთმან პოვნა მონანი თჳსნი ცოდვასა შინა". კვლავ ახსენებენ თავიანთ საქციელს იოსების მიმართ. „აჰა ესერა, ვართ ჩუენ მონა უფლისა ჩუენისა და რომლისა თანა იპოვა ბარძიმი იგი" (

სრულად ნახვა