...ა: და აწ ვითარ იტყჳთ, ეგრე იყავნ. ვის თანა-ცა იპოოს ბარძიმი იგი, იყავნ ჩუენდა მონა"**, ხოლო თქვენ გაშვებულნი იქნებით (). ეს რომ თქვა, ჩხრეკის ნება მისცეს და „იწყო და აღიხილვიდა უხუცესითგან, ვიდრემდე მოვიდა უმრწემესისა". და ძაძა რომ გახსნა, ბარძიმი მასთან იპოვა (). ესეც გონებას დაუბნელებდა. „დაიპეს სამოსელი მათი და აჰკიდეს კაცად-კაცადმან ტჳრთი თჳსი კარაულსა მათთა და მიიქცეს ქალაქად. შევიდა იუდა და ძმანი მისნი იოსებისა... და დაცჳვეს წინაშე მისსა ქუეყანისა ზედა" (დაბ 44:13–14). შენიშნე, რამდენჯერ თაყვანს იცემენ. იოსებმა უთხრა: ეს რა გააკეთეთ? განა არ იცოდეთ, რომ ამ ბარძიმით ზმნით ვიზმნი? „ჰრქუა მას იუდა: რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ უფალსა ჩუენსა, ანუ რასა ვიტყოდით, ანუ რასა ვიმართლობდეთ, რამეთუ ღმერთმან პოვნა მონანი თჳსნი ცოდვასა შინა". კვლავ ახსენებენ თავიანთ საქციელს იოსების მიმართ. „აჰა ესერა, ვართ ჩუენ მონა უფლისა ჩუენისა და რომლისა თანა იპოვა ბარძიმი იგი" (). აი, ახლა კარგ განწყობას ავლენენ და თავადვე, ძმასთან ერთად, მონობაში თავს გასცემენ. **„ჰრქუა მას იოსებ: ნუ იყოფინ ჩემდა ყოფად სიტყჳსა მაგის, კაცი რომლისა თანა იპოვა ბარძიმი იგი, ი...
დაბადება 44:12
11. საჩქაროდ ჩამოიღეს თავთავიანთი ტომრები და პირი მოხსნეს ტომრებს.12. მოჰყვა ჩხრეკას კაცი, უფროსით დაიწყო და უმცროსით დაამთავრა. ბენიამინის ტომარაში აღმოჩნდა თასი.13. შემოიხიეს სამოსელი, დატვირთეს თავთავიანთი სახედრები და ქალაქში გაბრუნდნენ.
დაბადება თავი 44