მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 44:16

15. უთხრა იოსებმა: ეს რა გაგიკეთებიათ? როგორ ვერ მიხვდით, რომ ჩემნაირ კაცს მარჩიელობის ძალიც შესწევს?16. მიუგო იუდამ: რა ვუთხრათ ჩვენს ბატონს, რა ვთქვათ, რით ვიმართლოთ თავი? ღმერთმა უპოვა ბრალი შენს მორჩილთ. აჰა, მონები ვართ ჩვენი ბატონისა, ჩვენც და ისიც, ვის ხელშიც აღმოჩნდა თასი.17. უთხრა იოსებმა: ვერა, ვერ ვიზამ ასე. ვის ხელშიც აღმოჩნდა თასი, ის გამიხდეს მონად, დანარჩენები მშვიდობით დაბრუნდით მამათქვენთან.
დაბადება თავი 44
16. მიუგო იუდამ: რა ვუთხრათ ჩვენს ბატონს, რა ვთქვათ, რით ვიმართლოთ თავი? ღმერთმა უპოვა ბრალი შენს მორჩილთ. აჰა, მონები ვართ ჩვენი ბატონისა, ჩვენც და ისიც, ვის ხელშიც აღმოჩნდა თასი.
საუბარი 64. „განვიდა იოსებ პირისაგან ფარაოჲსა" (დაბ 41:46–49)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. იოსების ხელმწიფება და ძმების მოსვლა ეგვიპტეში (41:51–42:7)

გსურთ, რომ დღესაც გავაგრძელოთ თხრობა იოსების შესახებ და განვიხილოთ, თუ როგორ დაამშვიდა ამ საკვირველმა კაცმა, მთელ ეგვიპტეზე ხელმწიფების მიღების შემდეგ, მისთვის ჩვეული კეთილგონიერებით მისი ყველა მკვიდრი? „განვიდა", — ნათქვამია, — „პირისაგან ფარაოჲსა და მოვლო ყოველი ეგჳპტე. და ყო ქუეყანამან შჳდთა მათ წელთა ნაყოფიერებისათა ნაყოფი,... და შეკრიბა იოსებ იფქლი ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსა". მეფისგან სრული ხელმწიფების მიღების შემდეგ მინდვრის ნაყოფს აგროვებდა და ქალაქებში ინახავდა, მოახლოებული შიმშილობისთვის საკმარის მარაგს ამზადებდა. ხედავ, რა საზღაური მიიღო ჯერ კიდევ აქ, ამ ცხოვრებაში, ამ მართალმა თავისი სულგრძელობის, მოთმინებისა და სხვა სათნოებებისთვის, — საპყრობილიდან სამეფო სასახლეში გადავიდა! ნათქვამია, რომ ჰყავდა ორი ვაჟი შიმშილობის წლების დადგომამდე; და „უწოდა სახელი იოსებ პირმშოსა მას მანასე და თქუა: დამავიწყა მე ღმერთმან ყოველი სალმობაჲ ჩემი და ყოველი მამისა ჩემისა" (). შენიშნე ამ კაცის ღვთისმოსაობა იმაშიც, რომ შვილის...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის