მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 44:18

17. უთხრა იოსებმა: ვერა, ვერ ვიზამ ასე. ვის ხელშიც აღმოჩნდა თასი, ის გამიხდეს მონად, დანარჩენები მშვიდობით დაბრუნდით მამათქვენთან.18. ახლოს მივიდა იუდა და უთხრა: გევედრები, ჩემო ბატონო, სიტყვა ათქმევინე შენს მორჩილს, ნუ განურისხდები შენს მორჩილს, რადგან ფარაონის ტოლი კაცი ხარ.19. ჩემმა ბატონმა ჰკითხა თავის მორჩილთ, მამა ან ძმა თუ გყავთო.
დაბადება თავი 44
18. ახლოს მივიდა იუდა და უთხრა: გევედრები, ჩემო ბატონო, სიტყვა ათქმევინე შენს მორჩილს, ნუ განურისხდები შენს მორჩილს, რადგან ფარაონის ტოლი კაცი ხარ.
საუბარი 64. „განვიდა იოსებ პირისაგან ფარაოჲსა" (დაბ 41:46–49)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. იუდას ვედრება და იოსების გამოცხადება (44:18–45:8):

აი, რისიც ეშინოდა მამას, ისიც მოხდა; ისინი შეშინდნენ და დაიბნენ, და არ იციან, რა ქნან. „მი-რე-ეახლა მას იუდა" და უთხრა. რადგან მან მამისგან გამოიყვანა ბენიამინი და თქვა: „უკუეთუ არა მოვიყუანო და დავადგინო ეგე შენ წინაშე, შეცოდებულ ვიყო შენდა ყოველთა დღეთა", — ამიტომ ახლა, მიუახლოვდა რა იოსებს, ყოველივეს დაწვრილებით მოუყვება, რათა თანალმობა აღძრას და ყმაწვილის გათავისუფლებისკენ მოაქციოს. „მი-რე-ეახლა მას იუდა და ჰრქუა: გევედრები უფალო, იტყოდი მონა შენი წინაშე შენსა" (). შენიშნე, სრულიად ისე ეუბნება, როგორც მონა ბატონს; გაიხსენე ახლა ძნების შესახებ ის სიზმრები, რომლებმაც მის მიმართ ძმებში სიძულვილი გააძლიერეს, და განცვიფრებით შეხედე ღვთის კეთილი განგების სიბრძნეს, რომელმაც ყოველივე აღასრულა, ამდენი დაბრკოლების მიუხედავად. „იტყოდი", — ამბობს, — „მონა შენი წინაშე შენსა და ნუ განჰრისხნები მონისა შენისათჳს, რამეთუ შე ხარ შემდგომი ფარაოსა. შენ გვკითხე მონათა შენთა და სთქუ: უკუეთუ გივის მამაჲ, გინათუ ძმაჲ? და გარქუთ უფალსა ჩუენისა, ვითარმედ გჳვის ჩუენ მამაჲ მოხუცებული და ძე...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის