..., 23–28). შეხედე, როგორ იოსები იუდას დაცვითი სიტყვიდან დაწვრილებით იგებს ყოველივეს, რაც მამის სახლში მოხდა მისი გაყიდვის შემდეგ, და როგორ მოატყუეს მამა და რა უთხრეს მის შესახებ. „აწ უკუე ესე-ღა თუ წარიყუანოთ პირისაგან ჩემისა და შეხუდეს მაგას სნეულებაჲ გზასა ზედა, შთაავლინოთ სიბერე ჩემი მწუხარებით ჯოჯოხეთა" (). თუ ჩვენს მამას ამდენად უყვარს ეს ყმაწვილი, როგორ გამოვუჩნდებით მას ყმაწვილის გარეშე? „რამეთუ სულნი მისნი გამოაბენ სულთა მაგისთა... და შთავიდეს სიბერე მამისა ჩუენისა მწუხარებით ჯოჯოხეთა. რამეთუ მონასა შენსა თავს-მიდებიეს ყრმაჲ ეგე მამისაგან და ვარქუ: უკუეთუ არა მოვიყუანო შენ წინაშე და დავადგინო, შეცოდებულ ვიყო მე მამისა ყოველთა დღეთა" (დაბ 44:30–32). ასეთი აღთქმა მივეცი მამას, ყმაწვილი მომეყვანა და შენი ნება აღმესრულებინა, და ამით დამემტკიცებინა, რომ სიმართლეს ვამბობდით და ჩვენს სიტყვებში არანაირი სიცრუე არ იყო. „აწ უკუე ვდგე მე მონად შენდა ყრმისა მაგის წილ, ხოლო ყრმაჲ ეგე აღვიდეს ძმათა თანა მამისა თჳსისა. ვითარმე უკუე აღვიდე მამისა, არა თუ იყოს ძმაჲ ჩუენი უმრწემესი ჩუენ თანა, რათა არა ვიხილო ძჳრი, რომელი პოოს მამამან ჩემმან?" (დაბ 44:33–34). ამ სიტყვებმა შეაძრა იოსები და საკმარისად აჩვენა მას ძმების პატივისცემა მამის...
დაბადება 44:29
28. ერთი წავიდა ჩემგან, ვთქვი, მხეცმა დაგლიჯა-მეთქი, და დღემდე აღარ მინახავს იგი.29. ამასაც მაშორებთ და თუ რამე უბედურება შეემთხვა გზაზე, ჩემს ჭაღარას გამწარებულს ჩაიყვანთ შავეთში.30. ახლა რომ მივუვალთ მამაჩვენს და არ მივუყვანთ ყმაწვილს, რომლის სულთანაც მისი სულია გადაფსკვნილი.
დაბადება თავი 44