მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 45:12

11. აქ შეგინახავ-თქო, რადგან კიდევ ხუთი წელი გასტანს შიმშილი, რათა არ გაჩანაგდე შენი სახლითა და მთელი შენი საბადებლითურთ.12. აჰა, ხომ ხედავს თქვენი თვალი და ჩემი ძმის, ბენიამინის, თვალი, რომ ეს ჩემი ბაგეებია, თქვენ რომ გელაპარაკებათ.13. მოახსენეთ მამაჩემს მთელი ჩემი დიდების ამბავი ეგვიპტეში და ყველაფერი, რაც ნახეთ. იჩქარეთ, ჩამომიყვანეთ მამაჩემი.
დაბადება თავი 45
12. აჰა, ხომ ხედავს თქვენი თვალი და ჩემი ძმის, ბენიამინის, თვალი, რომ ეს ჩემი ბაგეებია, თქვენ რომ გელაპარაკებათ.
საუბარი 64. „განვიდა იოსებ პირისაგან ფარაოჲსა" (დაბ 41:46–49)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
7. ღვთის განგება და მტერთა მიტევების სწავლება (45:8-24):

შეხედე, ერთხელ, მეორედ და მესამედ ანუგეშებს მათ, ამბობს რა, რომ მისი ეგვიპტეში მოსვლის მიზეზს არა მათ, არამედ ღმერთს მიაწერს, რომელმაც ყოველივე ისე მოაწყო, რომ ამ სიდიადეს მიაღწია. „ხოლო აწ არა თქუენ მომავლინეთ მე აქა, არამედ ღმერთმან და მყო მე, ვითარცა მამაჲ ფარაოსი, უფალ ყოველსა ზედა სახლსა მისსა და მთავარ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა" (). ჩემმა მონობამ, ამბობს, ეს ხელმწიფება მომიტანა; გაყიდვამ ამ სიდიადემდე მიმიყვანა; ჩემი უბედურება ამ კეთილდღეობის საბაბად გამოდგა; შურმა ეს დიდება მომიმზადა. ეს არა მხოლოდ მოსმენა, არამედ მიბაძვაც უნდა, და მსგავსად მოვიქცეთ — შეურაცხმყოფლებს პატიება მივანიჭოთ, მათ მიერ ჩადენილს ნუ დავაბრალებთ, არამედ ყოველივეს სულგრძელად ავიტანოთ, საკვირველი იოსების მსგავსად. ამრიგად, ამბობს, დარწმუნებულნი იყავით, რომ ჩემს თავზე მომხდარს არა თქვენ გდებთ ბრალს და არც დანაშაულში გსვამთ, არამედ ყოველივეს ღმერთს მივაწერ, ვინც ყოველივე ისე მოაწყო, რომ ამჟამინდელ დიდებამდე მიმიყვანა. „ისწრაფეთ და აღვედით მამისა ჩემისა და არქუეთ მას: ამის იტყჳს იოსებ, ძე შენი, მყო მე...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის