მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 46:1

1. გაემგზავრა ისრაელი მთელი თავისი საბადებლითურთ, მივიდა ბერშებას და შესწირა მსხვერპლი თავისი მამის, ისაკის, ღმერთს.2. უთხრა ღმერთმა ისრაელს ღამეულ ხილვაში: იაკობ, იაკობ! მიუგო: აქა ვარ.
დაბადება თავი 46
1. გაემგზავრა ისრაელი მთელი თავისი საბადებლითურთ, მივიდა ბერშებას და შესწირა მსხვერპლი თავისი მამის, ისაკის, ღმერთს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 65. „გამოვიდეს ძმანი იოსებისანი ეგჳპტით" (დაბ 45:25-26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იაკობის სულიერი განცოცხლება იოსების ამბით (45:25–46:1):

...აძღომილი მოვკვდები. მაშ, არც კი შეყოვნდა მართალი და გზას დაადგა; ჩქარობდა, ისწრაფვოდა ნახვას თავისი საყვარელი ძისა, ეგვიპტის მეფედ ეხილა ის, ვინც უკვე დიდი ხნის გარდაცვლილად და მხეცთა ნადავლად მიაჩნდა. ფიცის ჭასთან, რომ მოვიდა, მადლობის ლოცვა აღუვლინა უფალს და „შეწირა მსხუერპლი ღმრთისა მამისა თჳსისა ისაკისა" ().

2. ღვთის აღთქმა და იაკობის ეგვიპტეში ჩასვლა (46:2-34)

ამის მოსმენით ვისწავლოთ, რომ როცა რამეს ვიწყებთ, რაიმე საქმეს ვკიდებთ ხელს ან მოგზაურობას ვიწყებთ, უპირველეს ყოვლისა სალოცავი მსხვერპლი უნდა აღვუვლინოთ უფალს და მხოლოდ მისი შეწევნის გამოთხოვის შემდეგ შევუდგეთ დაგეგმილ საქმეს, და ამგვარად მივბაძოთ უძველეს მართალთა ღვთისმოსაობას. „შეწირა, — ნათქვამია, — მსხუერპლი ღმრთისა მამისა თჳსისა ისაკისა" — რათა ჩანდეს, რომ მამამისის ნაკვალევს მიჰყვებოდა და ისაკის მსგავსად ღვთის სამსახურში ავლენდა ამას. და, რადგან თავად წინასწარ მადლობის ლოცვით გამოხატა თავისი მადლიერება ღვთისადმი, მაშინვე ზეციური კეთილგანწყობის ნიშნებიც მოჰყვა. გზის სიგრძეს რომ ხედავდა და თავის სიბერეს შეჰყურებდა, ეშინოდა, რომ უეცარი სიკვდილი ძის ნახვის სიხარულს არ წაერთმია მისთვის, და ამიტომ ევედრებოდა უფალს სიცოცხლე გაეხანგრძლივებინა, რომ სრულყოფილი სიხარული...

სრულად ნახვა