მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 46:26

25. ესენი არიან შვილები ბილჰასი, რომელიც მისცა ლაბანმა თავის ასულს, რახელს, და უშვა ისინი იაკობს - სულ შვიდი სული.26. იაკობთან ერთად ეგვიპტეში ჩასულნი, მისი საზარდულიდან გამოსულნი, იაკობის ძეთა ცოლების გარდა, სულ იყვნენ სამოცდაექვსი სული.27. და იოსების ძენი, რომელნიც შეეძინა მას ეგვიპტეში - სულ ორი სული. იაკობის მოდგმა, ეგვიპტეში რომ ჩავიდა, მთლიანად იყო სულ სამოცდაათი სული.
დაბადება თავი 46
26. იაკობთან ერთად ეგვიპტეში ჩასულნი, მისი საზარდულიდან გამოსულნი, იაკობის ძეთა ცოლების გარდა, სულ იყვნენ სამოცდაექვსი სული.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 65. „გამოვიდეს ძმანი იოსებისანი ეგჳპტით" (დაბ 45:25-26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ღვთის აღთქმა და იაკობის ეგვიპტეში ჩასვლა (46:2-34):

.... „აღდგა, — ნათქვამია, — იაკობ... და ძეთა მისთა... და აღსხეს ჭურჭელი მათი... და შთავიდეს ეგჳპტედ" (). სამოცდაექვსი სულით ჩავიდა იაკობი ეგვიპტეში; იოსებიც თავისი ეგვიპტეში მყოფი ძეებით მეცხრე იყო, ისე, რომ იოსების ჩათვლით ყველა სული სამოცდაათხუთმეტი იყო (). რისთვის ჩამოთვალა საღვთო წერილმა ასეთი ზედმიწევნითობით პირთა რიცხვი? იმისთვის, რომ ჩვენ ვნახოთ, როგორ აღსრულდა ღვთის წინასწარმეტყველება იაკობისადმი: „ნათესავად დიდად გყო შენ მუნ". ამ სამოცდაათხუთმეტი სულისგან ისრაელის შთამომავლობა ექვსასი ათასამდე გავრცელდა. ხედავ, რომ წერილმა არა ტყუილად და არა უმიზნოდ ჩამოგვითვალა ეგვიპტეში გადასახლებულთა რიცხვი, არამედ იმისთვის, რომ გვენახა, რა მცირე რიცხვიდან რა დიდი რიცხვი წარმოიშვა, და ამის ხილვით მუდამ გვრწმენოდეს ღვთიური აღთქმებისა. როცა გაიფიქრებ, რომ იაკობისა და იოსების გარდაცვალების შემდეგ ეგვიპტის მეფე ყველა ძალისხმევას ხმარობდა მათი შთამომავლობის შესამცირებლად და გამრავლების ასარიდებლად, მაგრამ ვერ მოახერხა ეს, არამედ იაკობის მოდგმა უფრო და უფრო მატულობდა და მრავლდებოდა, — გაუკვირდი და განცვიფრდი ღვთის განგებით და იცოდე, რომ მისი განჩინება აუცილებლად აღსრულდება, თუნდაც ვინმე...

სრულად ნახვა