მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 46:28

27. და იოსების ძენი, რომელნიც შეეძინა მას ეგვიპტეში - სულ ორი სული. იაკობის მოდგმა, ეგვიპტეში რომ ჩავიდა, მთლიანად იყო სულ სამოცდაათი სული.28. წინასწარ გაგზავნა იაკობმა იუდა იოსებთან, რომ იგი დახვედროდა მათ გოშენში, და წავიდნენ გოშენის მხარისკენ.29. აღკაზმა იოსებმა თავისი ეტლი და დაიძრა თავისი მამის, ისრაელის, შესახვედრად გოშენისკენ. იხილა იგი, ყელზე მოეჭდო და დიდხანს ტიროდა მის ყელზე გადაჭდობილი.
დაბადება თავი 46
28. წინასწარ გაგზავნა იაკობმა იუდა იოსებთან, რომ იგი დახვედროდა მათ გოშენში, და წავიდნენ გოშენის მხარისკენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 65. „გამოვიდეს ძმანი იოსებისანი ეგჳპტით" (დაბ 45:25-26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ღვთის აღთქმა და იაკობის ეგვიპტეში ჩასვლა (46:2-34):

...ეხვედრა ძესთან. როცა იაკობი ეგვიპტის მიწას მიუახლოვდა, „იუდა, — ნათქვამია, — წარავლინა წინასწარ მისა იოსებისა", რათა მამის ჩამოსვლა ეუწყებინა. ეს რომ შეიტყო, იოსებმა ეტლები შეაბა და „აღვიდა შემთხუევად იაკობისა მამისა თჳსისა... და იხილა იგი და მოეხჳა ყელსა მამისასა და ტიროდა ტირილითა დიდითა ფრიად" (). მოხდა ის, რაზეც თავიდანვე გეუბნებოდით — რომ ხშირად უკიდურესი სიხარულიც ცრემლებს აღვრევინებს ადამიანს. „მოეხჳა ყელსა მამისასა და ტიროდა", და არა უბრალოდ, არამედ „ტირილითა დიდითა". მაშინვე გონებაში წარმოუდგა, რამდენი თავადვე გადაიტანა და რამდენი რამ გაიძულა მამამ აეტანა მის გამო; წარმოიდგინა ისიც, რამდენი დრო გავიდა მათი განშორებიდან და როგორ, ყოველგვარი მოლოდინის მიღმა, ისიც ხედავს მამას და მამაც — ძეს; და ცრემლთა ნაკადებს ღვრიდა, ამით უდიდეს სიხარულს გამოხატავდა და უფალს მადლობას აღუვლენდა მომხდარისთვის. „და ჰრქუა, — ნათქვამია, — ისრაჱლ იოსებს: მოვკუდე აწ, ამიერითგან ვიხილე პირი შენი, რამეთუ შენ ცოცხალ-ღა ხარ" (). იმით დავტკბი, რასაც ვსურვილობდი, ამბობს; იმას მივაღწიე, რაზეც აღარასოდეს ვიმედოვნებდი. ჩემთან ის მოხდა, რისი იმედიც არასოდეს მქონია. ბოლოს, საკმარისია ჩემთვ...

სრულად ნახვა