...ავიდა მათი განშორებიდან და როგორ, ყოველგვარი მოლოდინის მიღმა, ისიც ხედავს მამას და მამაც — ძეს; და ცრემლთა ნაკადებს ღვრიდა, ამით უდიდეს სიხარულს გამოხატავდა და უფალს მადლობას აღუვლენდა მომხდარისთვის. „და ჰრქუა, — ნათქვამია, — ისრაჱლ იოსებს: მოვკუდე აწ, ამიერითგან ვიხილე პირი შენი, რამეთუ შენ ცოცხალ-ღა ხარ" (). იმით დავტკბი, რასაც ვსურვილობდი, ამბობს; იმას მივაღწიე, რაზეც აღარასოდეს ვიმედოვნებდი. ჩემთან ის მოხდა, რისი იმედიც არასოდეს მქონია. ბოლოს, საკმარისია ჩემთვის სიცოცხლე. ვიხილე ჩემი სანატრელი; და სრული ნუგეშისთვის საკმარისია ვხედავდე, რომ შენ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ — შენ, ვისაც დიდი ხნის გარდაცვლილად და მხეცთა ნადავლად მივიჩნევდი. მამის ხმა, სიყვარულით სავსე, სრულად ავლენს სულის მდგომარეობას. „ჰრქუა იოსებ ძმათა თჳსთა: აღვიდე და უთხრა ფარაოს და ვჰრქუა მას, ვითარმედ ძმანი ჩემნი მოსრულ არიან. ხოლო კაცნი იგი არიან მწყემს, რამეთუ ცხოვარის მზრდელნი არიან, და ცხოვარნი მათნი და ზროხაჲ... მოსრულ არიან ჩემდა. უკუეთუ გიწოდოს თქუენ ფარაო და გრქუას: რაჲ არს საქმე თქუენი, თქუთ, ვითარმედ კაცნი საცხოვრის მზრდელ ვართ... რამეთუ საძაგელ არს მეგჳპტელთა ყოველი მწყემსი ცხოვართაჲ" ().
დაბადება 46:3
2. უთხრა ღმერთმა ისრაელს ღამეულ ხილვაში: იაკობ, იაკობ! მიუგო: აქა ვარ.3. უთხრა: მე ვარ ღმერთი, ღმერთი მამაშენისა. ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლის, რადგან იქ გაქცევ დიდ ხალხად.4. მეც ჩაგყვები ეგვიპტეში, მევე ამოგიყვან იქიდან და იოსები დაგიხუჭავს თვალებს საკუთარი ხელით.
დაბადება თავი 46