...ვის და დაგასხამს ხელებს თვალებზე. მაშ, სიხარულითა და ყოველგვარი შიშის გარეშე დაადექი გზას. ახლა წარმოიდგინე, რა სულის სიმშვიდით ატარებდა მართალი მოგზაურობას, ღვთიური აღთქმიდან ასეთი დარწმუნების მიღების შემდეგ. „აღდგა, — ნათქვამია, — იაკობ... და ძეთა მისთა... და აღსხეს ჭურჭელი მათი... და შთავიდეს ეგჳპტედ" (). სამოცდაექვსი სულით ჩავიდა იაკობი ეგვიპტეში; იოსებიც თავისი ეგვიპტეში მყოფი ძეებით მეცხრე იყო, ისე, რომ იოსების ჩათვლით ყველა სული სამოცდაათხუთმეტი იყო (). რისთვის ჩამოთვალა საღვთო წერილმა ასეთი ზედმიწევნითობით პირთა რიცხვი? იმისთვის, რომ ჩვენ ვნახოთ, როგორ აღსრულდა ღვთის წინასწარმეტყველება იაკობისადმი: „ნათესავად დიდად გყო შენ მუნ". ამ სამოცდაათხუთმეტი სულისგან ისრაელის შთამომავლობა ექვსასი ათასამდე გავრცელდა. ხედავ, რომ წერილმა არა ტყუილად და არა უმიზნოდ ჩამოგვითვალა ეგვიპტეში გადასახლებულთა რიცხვი, არამედ იმისთვის, რომ გვენახა, რა მცირე რიცხვიდან რა დიდი რიცხვი წარმოიშვა, და ამის ხილვით მუდამ გვრწმენოდეს ღვთიური აღთქმებისა. როცა გაიფიქრებ, რომ იაკობისა და იოსების გარდაცვალების შემდეგ ეგვიპტის მეფე ყველა ძალისხმევას ხმარობდა მათი შთამომავლობის შესამცირებლად და გამრავლე...
დაბადება 46:5
4. მეც ჩაგყვები ეგვიპტეში, მევე ამოგიყვან იქიდან და იოსები დაგიხუჭავს თვალებს საკუთარი ხელით.5. აიყარა იაკობი ბერშებადან და წაიყვანეს ისრაელიანებმა იაკობი, თავიანთი მამა, და თავიანთი ცოლ-შვილი ურმებით, ფარაონმა რომ გამოუგზავნა.6. წამოასხეს საქონელი და მთელი მონაგები, რაც მოიგეს ქანაანის ქვეყანაში და მივიდნენ ეგვიპტეს - იაკობი და მთელი მისი მონაგარი.
დაბადება თავი 46