მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 47:18

17. მიჰყავდათ იოსებთან საქონელი და აძლევდა მათ იოსები პურს ცხენების, ცხვრის ფარის, ნახირის და სახედრების საფასურში; ამარაგებდა მათ იმ წელიწადს პურით მთელი მათი საქონლის საფასურად.18. მიიწურა ის წელიც და მივიდნენ მასთან მეორე წელს და უთხრეს: არ დავუმალავთ ჩვენს ბატონს, რომ გამოგველია ვერცხლიცა და საქონლის ჯოგიც ჩვენი ბატონისთვის მისაცემად; არაფერი შეგვრჩა ჩვენი ბაგონის წინაშე, გარდა ჩვენი თავისა და ჩვენი მიწისა.19. რისთვის უნდა დავიხოცოთ შენს თვალწინ და განადგურდეს ჩვენი ყანები? გვიყიდე ბარემ ყანებიანად პურის საფასურში და მონებად გავუხდებით ფარაონს ჩვენცა და ჩვენი ყანებიც. მოგვეცი მარცვალი, რომ ცოცხლები დავრჩეთ და არ ამოვწყდეთ, და მიწაც არ გაუკაცრიელდეს.
დაბადება თავი 47
18. მიიწურა ის წელიც და მივიდნენ მასთან მეორე წელს და უთხრეს: არ დავუმალავთ ჩვენს ბატონს, რომ გამოგველია ვერცხლიცა და საქონლის ჯოგიც ჩვენი ბატონისთვის მისაცემად; არაფერი შეგვრჩა ჩვენი ბაგონის წინაშე, გარდა ჩვენი თავისა და ჩვენი მიწისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 65. „გამოვიდეს ძმანი იოსებისანი ეგჳპტით" (დაბ 45:25-26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. იოსების სიბრძნე შიმშილის მართვაში (47:14-26):

...ლაფერი შენთან, ჩვენს ბატონთან არის, სხვა არაფერი „არა დამიშთა... გარნა თჳსი ესე გუამი და ქუეყანაჲ ჩუენი. რათა არა მოვსწყდეთ, მიმიყიდენ ჩუენ და ქუეყანაჲ ჩუენი პურისა წილ და ვიყუნეთ ჩუენ და ქუეყანაჲ ჩუენი მონა ფარაოჲსა, მეც ჩუენ თესლი, რათა ვსთესოთ და ვცხოვნდეთ და არა მოვსწყდეთ და ქუეყანა არა მოოჴრდეს" (). თავად თავიანთ თავს მონობაში ჩააბარეს, მიწაც მისცეს, ოღონდ გამოეკვებათ — ასე ძლიერი იყო შიმშილი. „და მოუყიდა იოსებ ყოველი ქუეყანა ეგჳპტისაჲ ფარაოს" (). ეგვიპტელებმა თავიანთი მიწა გადასცეს, შიმშილმა აიძულა. „და იყო ქუეყანა იგი ფარაოჲსა, და ერი იგი დაამონა ფარაოს კირთად კიდითგან საზღურით ეგჳპტისად ვიდრე კიდედმდე მისა, თჳნიერ ხოლო ქუეყანისა მის მღდელთასა, იგი ხოლო არა მოიყიდა იოსებ, რამეთუ უსასყიდლოდ მისცემდა იოსებ მღდელთა მათ ფარაოსთა და ჭამეს... ამისგან არა განყიდეს ქუეყანა მათი" (). აი, რა კეთილგონიერება და რა სიბრძნე ჰქონდა იოსებს: მათ შიმშილით ტანჯვა არ მიუშვა და მთელი მიწა ფარაოს შეუძინა, ყველა ეგვიპტელის მონად ქცევასთან ერთად. მაგრამ შენიშნე აქ ის უკიდურესი მზრუნველობაც, რომელიც მათ გამოუჩინა. **„ჰრქუა იოსებ ყოველთა...

სრულად ნახვა