მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 47:8

7. მოიყვანა იოსებმა თავისი მამა, იაკობი და წარუდგინა ფარაონს. დალოცა იაკობმა ფარაონი.8. უთხრა ფარაონმა იაკობს: რამდენი წლისა ხარ?9. უთხრა იაკობმა ფარაონს: ას ოცდაათ წელს ითვლის ჩემი მდგმურობის ხანი; მცირეა, მაგრამ ტანჯვით არის სავსე ჩემი ცხოვრების წლები. ჯერ ვერ მივაწიე ჩემი წინაპრების ხანს, მდგმურობაში რომ გაუტარებიათ.
დაბადება თავი 47
8. უთხრა ფარაონმა იაკობს: რამდენი წლისა ხარ?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 65. „გამოვიდეს ძმანი იოსებისანი ეგჳპტით" (დაბ 45:25-26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. იაკობის ოჯახის დამკვიდრება გესემის მიწაზე (47:2-13):

...ვრების ნებართვა მიიღეს. ფარაომ კი იოსებისადმი კეთილგანწყობის გამო კიდევ თქვა: „უკუეთუ იცი შენ, ვითარმედ არიან მათ შორის კაცნი ძლიერნი, დაადგინენ იგინი მთავრად ჩემთა საცხოვართა". შემდეგ იოსებმა თავისი მამა იაკობიც შეიყვანა ფარაოსთან. „და ჰრქუა ფარაო იაკობს: რაოდენ არიან წელნი დღეთა ცხოვრებისა შენისათანი?" (). რადგან ფარაო წინ ღრმა სიბერეში მყოფ მოხუცს ხედავდა, წლების რაოდენობას ეკითხება.

„და ჰრქუა იაკობ ფარაოს: დღენი წელთა ცხორებისა ჩემისათანი, რომელთა ვმწირობ" (). აი, როგორ ატარებდნენ ყველა მართალნი ამჟამინდელ ცხოვრებას, როგორც უცხო ქვეყანაში, და ასე განეწყოთ მის მიმართ. მოისმინე, როგორ ამბობდა დავითიც: „მსხემ ვარ მე შენ წინაშე და წარმავალ, ვითარცა ყოველნი მამანი ჩუენნი" (). ასევე იაკობიც ამბობს: „დღენი წელთა ცხორებისა ჩემისათანი, რომელთა ვმწირობ". ამიტომაც პავლემ ძველი მართალთა შესახებ თქვა, რომ აღიარეს, „რამეთუ სტუმარ და წარმავალ არიან იგინი ქუყანასა ზედა" (). **„დღენი წელთა ცხორებისა ჩემისათანი, — ამბობს იაკობი, — რომელთა ვმწირობ ასოცდაათ წელ, მცირე და ბოროტ იყვნეს დღენი წ...

სრულად ნახვა