...** (). „ნეფთალემ, ხე მცენარე, მოსცემდეს ნაყოფთა სიკეთისათა" (). მოკლედ შეხო რა ამ ძეებს, იაკობი შემდეგ იოსებზე გადადის და ამბობს: „შვილი აღორძინებული იოსებ, შვილი ჩემი აღორძინებული საშურველი ძე ჩემი უმრწემესი" (). შენ თავიდანვე შურის საგანი გახდი: „ჩემდა მოიქცე, რომლისათჳს ზრახვა-ყვეს", — ძმების შეთქმულებას გულისხმობს. რადგან ზემოთ ნათქვამი იყო, რომ მათ მამას ცუდი ჭორი მიუტანეს იოსებზე, იაკობი აქაც ამბობს: „რომლისათჳს ზრახვა-ყვეს და ძმაცვიდეს და ემტერნეს მათ უფალნი იგი მშჳლდთანი" (), მათ მკვლელობრივ ჩანაფიქრზე მიუთითებს. „და შეიმუსრა ძალითურთ მშჳლდები მათი". იხილე, როგორ, მათ მიერ იოსების წინააღმდეგ ხელყოფის ახსენების შემდეგ, თავად მათთანაც რა მოხდა, იმას ამბობს: „შეიმუსრა ძალითურთ მშჳლდები მათი და დაჴსნდეს ძარღუნი მკლავთა ჴელთა მათთანი". ისინი მის მოკვლას ცდილობდნენ და, რამდენადაც შეეძლოთ, თავიანთ ჩანაფიქრს აღასრულებდნენ; მაგრამ მათი მშვილდი შეიმუსრა და მკლავნი დაუძლურდათ. ნამდვილად ხომ ეს დაემართათ, როცა იოსების სიტყვები მოისმინეს: **„მე ვარ იოსებ, ძმაჲ თქუენი, რომე...
დაბადება 49:22
21. ნაფთალი - ფეხმარდი ირემი, სასიკეთო სიტყვათა მომტანი.22. ნაყოფიერი ნერგი იოსები, ნაყოფიერი ნერგი, წყაროსპირს დარგული, რტოებით გალავანზე გასული!23. გაამწარეს, დაისრეს, მტრობდნენ მოისარნი.
დაბადება თავი 49