მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 49:32

31. იქ დამარხეს აბრაამი და სარა, მისი ცოლი; იქ დამარხეს ისაკი და რებეკა, მისი ცოლი; იქ დავმარხე მე ლეა.32. ეს მინდორი და მღვიმე, იქ რომ არის, ხეთის ძეთაგანაა ნაყიდი.33. გაუსრულა იაკობმა ანდერძი შვილებს და აკრიბა ფეხები სარეცელზე; აღესრულა და შეერთო თავის ერს.
დაბადება თავი 49
32. ეს მინდორი და მღვიმე, იქ რომ არის, ხეთის ძეთაგანაა ნაყიდი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 67. „ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მე ესერა მოვკუდები" (დაბ 48:21-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. იაკობის აღსასრული და ძმათა სინანული (49:29-50:18):

...ისუფლების შესახებ. შემდეგ დაკრძალვის ადგილსაც მიუთითებს: „ქუაბსა მას მრჩობლსა, — ამბობს, — რომელ-იგი არს აგარაკსა მას ეფრონის ქეტელისასა" (). ეს რომ თქვა, „დასცხრა იაკობ ბრძანებად ძეთა თჳსთა და აღიხუნა ფერჴნი თჳსნი ცხედრად და მოაკლდა და შეეძინა ერსა თჳსსა" (). დაინახე მართლის აღსასრულიც, რა საკვირველი იყო. შვილებთან დაკავშირებული განკარგულებები რომ გასცა, ფეხები ცხედარზე აიხვინა, თითქოს სიამოვნებით ეგებებოდა თავის სიკვდილს. ყველა განკარგულების შემდეგ „მოაკლდა" მას, ფეხები „აღიხვინა", ესე იგი, გაშალა ან გაიწოდა, „მოაკლდა", ესე იგი, დაასრულა თავისი სიცოცხლე, და „შეეძინა ერსა თჳსსა. და დავარდა იოსებ პირსა ზედა მამისა თჳსისასა და ტიროდა და ამბორს-უყო მას" (დაბ 49:32, 50:1). ხედავ ძის ნაზ სიყვარულს? ხედავ მხურვალე სიყვარულს? სულის განყოფის შემდეგაც „დავარდა იოსებ პირსა ზედა მამისა თჳსისასა და ამბორს-უყო მას და ტიროდა". ამის შემდეგ იოსებმა მამის ანდერძის შესრულებაზე იზრუნა. „და უბრძანა იოსებ მონათა თჳსთა მკუდრის მმოსელთა შემოსად მამაჲ თჳსი" (). თავად კი ორმოც დღეს, დაფლვის დღეებს, გლოვობდა მას, „ეგჳპტე" კი — **„სამე...

სრულად ნახვა