...ების მიმართ, როგორ სურდა ყოველგვარი საშუალებით ენუგეშინებინა მათთვის და დაერწმუნებინა, რომ არანაირად არ შესცოდეს მის წინააღმდეგ. ეუბნება მათ: „ნუ გეშინინ თქუენ, რამეთუ ღმრთისა ვარი მე. თქუენ ზრახეთ ჩემთჳს ბოროტი, ხოლო ღმერთმან ზრახა ჩემთჳს კეთილი, რათა იყოს ვითარცა დღეს, რათა გამოიზარდოს ერი მრავალი" (). ნუ გეშინიათ, ამბობს, და ნუ ღელავთ; მე ღვთის კაცი ვარ; მე ჩემს უფალს მივყვები და ვცდილობ, სიკეთით ვუპასუხო მათ, ვინც აუტანელი ბოროტება მომაყენა: „ღმრთისა ვარი მე". შემდეგ, იმას ავლენს რა, რა დიდი კეთილგანწყობით სარგებლობდა ღვთისგან, ამბობს: თქვენ ბოროტი განზრახვით მომექეცით, მაგრამ ღმერთმა ეს ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ აქცია. ასევე პავლეც ამბობდა: „ღმრთის მოყუარეთა ყოველივე განემარჯუების კეთილად" (). „ყოველივე", ამბობს. რას ნიშნავს — ყოველივე? ესე იგი, ყველა უსიამოვნებას, ყველა მოჩვენებით მწუხარებას ღმერთი სიკეთედ აქცევს. ზუსტად ეს აღსრულდა საკვირველ იოსებზეც. სწორედ იმან, რაც ძმებმა მას უყვეს, მით უფრო მეტად მოუტანა მას სამეფო, ღვთის კეთილმზრუნველი სიბრძნის შეწევნით, რომელიც ბოროტს სიკეთედ აქცევს. „რათა გამოიზარდოს ერი მრავალი". არა მხოლოდ თქვენთვის აქცია ღმერთმა ეს სი...
დაბადება 50:19
18. მოვიდნენ ძმებიც, დაემხნენ მის წინაშე და უთხრეს: აჰა, შენი მორჩილნი ვართ.19. უთხრა მათ იოსებმა: ნუ გეშინიათ. ღმერთი ხომ არა ვარ?20. თქვენ ბოროტი განიზრახეთ ჩემთვის, ხოლო ღმერთმა სიკეთედ ჩათვალა, რათა ისე მომხდარიყო, როგორც მოხდა: მრავალი ხალხის სიცოცხლე ეხსნა.
დაბადება თავი 50