მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 50:5

4. როცა გაიარა გლოვის დღეებმა, ელაპარაკა იოსები ფარაონის სახლს და უთხრა: თუ მიპოვნია მადლი თქვენს თვალში, სიტყვა შემაწიეთ ფარაონთან და ასე უთხარით:5. მამაჩემმა დამაფიცა და მითხრა: აჰა, ვკვდები მე. იმ ჩემს სამარხში დამმარხეთ, ქანაანის ქვეყნად რომ გავითხარეო. ახლა წავალ, დავმარხავ მამაჩემს და უკან დავბრუნდები.6. თქვა ფარაონმა: წადი და დამარხე მამაშენი, როგორც დაგაფიცა.
დაბადება თავი 50
5. მამაჩემმა დამაფიცა და მითხრა: აჰა, ვკვდები მე. იმ ჩემს სამარხში დამმარხეთ, ქანაანის ქვეყნად რომ გავითხარეო. ახლა წავალ, დავმარხავ მამაჩემს და უკან დავბრუნდები.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 67. „ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მე ესერა მოვკუდები" (დაბ 48:21-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. იაკობის აღსასრული და ძმათა სინანული (49:29-50:18):

...დაბ 50:3). როცა ყველაფერი დადგენილი შესრულდა, იოსები ფარაონსა და მისთანებს მამის ანდერძს აცნობებს და ეუბნება: „მამამან ჩემმან მაფუცა მე და მრქუა: საფლავსა მას, რომელ-იგი ვიქმენ თავისა ჩემისა ქუეყანასა ქანანისასა, მუნ დამფალ მე, აწ უკუე აღვიდე და დავფლა მამაჲ ჩემი და კუალად მოვიდე" (). საჭიროა, ამბობს, მამაჩემის ანდერძი შევასრულო. მისი ნების აღსრულების შემდეგ დავბრუნდები. ფარაონმა ეს რომ მოისმინა, ნებართვა მისცა. „და აღვიდა იოსებ დაფლვად მამისა თჳსისა. და მის თანა აღვიდეს ყოველნი მონანი ფარაოჲსნი და... ცხოვარი და ზროხა დაუტევეს" (). „და მის თანა აღვიდა ეტლები და მჴედრები და იყო ბანაკი იგი დიდ ფრიად" (). დაინახე, რა მოშურნეობას იჩენენ ეგვიპტელები იოსებისადმი პატივისცემით. ისინი იოსებთან ერთად მიემგზავრებიან, ისე, რომ „ბანაკი დიდ ფრიად" შეადგინეს. როცა ერთ ადგილას მივიდნენ, „ეტყებდეს მას ტყებითა დიდითა და ძლიერით ფრიად. და იოსებ გლოვაჲ მამისა თჳსისა შჳდ დღე" (). **„და იხილეს მკჳდრთა ქუეყანისა მის ქანანისათა გლოვაჲ კალოთა მათ ადატისათა, თქუეს: გლოვაჲ დიდ ა...

სრულად ნახვა