მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 50:9

8. იოსების მთელი სახლი, მისი ძმები და მამამისის სახლი. მხოლოდ ბალღები და ცხვარ-ძროხა დატოვეს გოშენის მხარეში.9. დაიძრნენ მასთან ერთად ეტლები და მხედრები; შეიკრიბა დიდზე დიდი ბანაკი.10. მივიდნენ ატადის კალოსთან, იორდანეს გაღმა, და გამართეს იქ დიდი და უსაზომოდ მწარე გოდება. შვიდ დღეს გლოვობდა იოსები მამას.
დაბადება თავი 50
9. დაიძრნენ მასთან ერთად ეტლები და მხედრები; შეიკრიბა დიდზე დიდი ბანაკი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 67. „ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მე ესერა მოვკუდები" (დაბ 48:21-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. იაკობის აღსასრული და ძმათა სინანული (49:29-50:18):

...ების შემდეგ დავბრუნდები. ფარაონმა ეს რომ მოისმინა, ნებართვა მისცა. „და აღვიდა იოსებ დაფლვად მამისა თჳსისა. და მის თანა აღვიდეს ყოველნი მონანი ფარაოჲსნი და... ცხოვარი და ზროხა დაუტევეს" (). „და მის თანა აღვიდა ეტლები და მჴედრები და იყო ბანაკი იგი დიდ ფრიად" (). დაინახე, რა მოშურნეობას იჩენენ ეგვიპტელები იოსებისადმი პატივისცემით. ისინი იოსებთან ერთად მიემგზავრებიან, ისე, რომ „ბანაკი დიდ ფრიად" შეადგინეს. როცა ერთ ადგილას მივიდნენ, „ეტყებდეს მას ტყებითა დიდითა და ძლიერით ფრიად. და იოსებ გლოვაჲ მამისა თჳსისა შჳდ დღე" (). „და იხილეს მკჳდრთა ქუეყანისა მის ქანანისათა გლოვაჲ კალოთა მათ ადატისათა, თქუეს: გლოვაჲ დიდ არს ვსე ეგჳპტელთა. ამისთჳს უწოდა ადგილსა მას სახელი გლოვაჲ ეგჳპტისაჲ, რომელ არს იორდანესა თანა" ().

შენ, საყვარელო, როცა ამას ისმენ, ყურადღების მიღმა ნუ დატოვებ, არამედ დრო წარმოიდგინე, როცა ეს ყველაფერი ხდებოდა, და იოსების წინააღმდეგ არანაირი ბრალდება ნუ წამოაყენო. მაშინ ჯერ კიდევ ჯოჯოხეთის კარიბჭეები არ იყო შემუსრული, სიკვდილის ბორკილები არ იყო განხსნილი და სიკვდილი ჯერ კი...

სრულად ნახვა