შეხედე, რა უსაზღვრო სახიერებაა! როგორც მეგობარი მეგობარს, ისე ესაუბრება მართალს იმ სასჯელის შესახებ, რომლითაც კაცთა მოდგმის დასჯა სურს, და ამბობს: „ჟამი ყოვლისა კაცისა მოიწია წინაშე ჩემსა, რამეთუ აღივსო ყოველი ქუეყანა უსამართლოებითა მათგან, და აჰა, მე განვხრწნი მათ და ქუეყანასა". რას ნიშნავს: „ჟამი ყოვლისა კაცისა მოიწია წინაშე ჩემსა"? დიდი, ამბობს, სულგრძელობა გამოვიჩინე, დიდი შემწყნარებლობა, — არ მსურდა ამ სასჯელის მოვლინება, რომლის მოვლინებასაც ვაპირებ; მაგრამ რადგანაც მათი ცოდვების ზღვარგადასული გამძაფრება ამ დრომდე გაგრძელდა, უნდა ბოლო მოვუღო და მათი უღმრთოება შევაჩერო, რათა შორს არ წავიდეს. „ჟამი კაცისა მოიწია წინაშე ჩემსა". შეხედე, აქაც, როგორც ზემოთ თქვა: „ყოველი ვინ გონებს" (), ისევე ახლა ამბობს: „ჟამი ყოვლისა კაცისა". ყველა, ამბობს, ერთნაირადაა განწყობილი, ყველა უკანონობისკენ მიისწრაფა და ამდენ სიმრავლეში ვერც ერთი ვერ მოიძებნება, ვინც სათნოებაზე ზრუნავდეს. „ჟამი ყოვლისა კაცისა მოიწია წინაშე ჩემსა": ჟამი დადგა, ესე იგი, ჟამი, რომელშიც დანა უნდა გამოვიყენო,...
დაბადება 6:14
13. უთხრა ღმერთმა ნოეს: მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემს წინაშე, რადგან აივსო ქვეყანა მათი უსამართლობით; და, აჰა, უნდა გავწყვიტო ისინი მთელი ქვეყნითურთ.14. გაიკეთე კიდობანი ურთხელისგან. ბუდეები გაუკეთე კიდობანს, შიგნით და გარეთ ფისით შეფისე.15. ამგვარი უნდა ააგო იგი: სიგრძით სამასი წყრთა იყოს კიდობანი, სიგანით - ორმოცდაათი წყრთა, სიმაღლით - ოცდაათი წყრთა;
დაბადება თავი 6