...ა იყო: არა, მას ესოდენ ცხოველისა და მათი საკვების მზრუნველობაც ეკისრებოდა. მაგრამ მოიცადე ცოტა და დაინახავ ღვთის სახიერებას — როგორ ამსუბუქებს მართალზე დაკისრებულ მზრუნველობას. „ხოლო შენ მიიღო თავისა შენისად ყოველთაგან ჭამადთა, რომელთა... სჭამთ და შეჰკრიბო თავისა შენისა თანა და იყოს შენდა და მათდა საზრდელად" (), — ამბობს ღმერთი. ნუ იფიქრებ, ამბობს, თითქოს ჩემი მზრუნველობის გარეშე დარჩები. აი, ვბრძანებ, რომ კიდობანში შეიტანო ყველაფერი, რაც თქვენი საკვებისთვისაც საჭიროა და ცხოველთა საზრდელისთვისაც, რათა არც თქვენ იშიმშილოთ და ნაკლებობა გქონდეთ, და არც ცხოველები დაიღუპონ თავიანთი საკვების უქონლობის გამო. „და ქმნნა ნოე ყოველნი, რაოდენნი ამცნო მას უფალმან ღმერთმან, ეგრეთ ქმნნა" (). აი, კვლავ აქაც დიდი ქება (მართლისადმი). „ქმნნა ნოე ყოველნი, რაოდენნი ამცნო მას უფალმან ღმერთმან", — ნათქვამია. არა ის, რომ ერთი ბრძანება აღასრულა და მეორე უყურადღებოდ დატოვა; არა, ყველაფერი გააკეთა, რაც ნაბრძანები იყო, და „ეგრეთ ქმნნა", როგორც ნაბრძანები იყო. არაფერი გამოტოვა, არამედ ყველაფერი აღასრულა და თვით საქმით დაამტკიცა, რომ სამართლიანად ღირსეული გახდა უფლის კეთილგანწყობისა. რა გვირგვინებს გაუტოლდე...
დაბადება 6:21
20. ყოველი გვარის ფრინველი, ყოველი გვარის პირუტყვი, ყოველი გვარის ქვეწარმავალი, ყველა წყვილ-წყვილად შემოგყვეს კიდობანში, რათა გადარჩნენ.21. წაიღე ყოველგვარი საჭმელი, რაც კი იჭმევა; მოიმარაგე და საჭმელად გქონდეთ შენც და მათაც.22. ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც ღმერთმა დაარიგა. ასე გააკეთა.
დაბადება თავი 6