მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 7:16

15. შევიდა ნოესთან კიდობანში წყვილ-წყვილად ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული ედგა.16. მოვიდა დედალ-მამალი ყოველი ხორციელისგან და შევიდა, როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები მისთვის; და დაუგმანა მათ კარი უფალმა.17. ორმოც დღეს იყო წარღვნა ქვეყანაზე. ადიდდა წყალი და ასწია კიდობანი, მოექცა იგი მიწის ზემოთ.
დაბადება თავი 7
16. მოვიდა დედალ-მამალი ყოველი ხორციელისგან და შევიდა, როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები მისთვის; და დაუგმანა მათ კარი უფალმა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 25. „ხოლო ნოე იყო წელისა ექუსასისაჲ" (დაბ 7:6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. კაცთმოყვარეობის საშუალებანი და წარღვნის დაწყება (7:7-16):

...მისთანი, და ყოველნი მჴეცნი... ნათესაობით... ვითარცა ამცნო ღმერთმან ნოეს"** (დაბ 7:13-15, 9). როცა, ესე იგი, უფლის ბრძანებით წარღვნა დაიწყო, ნოე კიდობანში შევიდა თავის ძეებთან, ცოლთან და ძეთა ცოლებთან ერთად, მასთან შევიდნენ ყველა ჯიშის მხეცებიც. „და დაჴშა უფალმან ღმერთმან გარეგნით მისსა კიდობანი" ().

4. კიდობნის დახშვა და ნოეს ცხოვრება მასში (7:16)

შენიშნე აქაც სიტყვის მოწყალება. „დაჴშა ღმერთმან გარეგნით მისსა კიდობანი" — იმისთვის, რომ გვეჩვენებინა, რომ მართალი სრულ უსაფრთხოებაში მოაქცია. „დაჴშა" და თანაც „გარეგნით", ისე, რომ მართალს არ შეეძლო დაღუპვის ხილვა და ამით კიდევ უფრო მძიმე მწუხარება არ ეგრძნო. ისედაც სწუხდა და ღელავდა, როცა გონებით ამ საშინელ წყალდიდობას წარმოიდგენდა და კაცთა მოდგმის დაღუპვას, ყველა ცხოველისა და ადამიანის, საცხოვრებელისა და, ასე ვთქვათ, თვით მიწის განადგურებას ხატავდა გულში. დაღუპულნი ბოროტი ადამიანები იყვნენ, მაგრამ მართალთა სულები, ჩვეულებრივ, ძლიერ მწუხარებას განიცდიან, როცა ადამიანებს უბედურებაში ხედავენ. ამიტომ ნახავ, რომ ყველა მართალი და წინასწარმეტყველი დამნაშავეთა სასარგებლოდ შუამდგომლობდა, მაგალითად, პატრიარქი (აბრაამი) სოდომელთათვის (

სრულად ნახვა