მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 7:21

20. თხუთმეტი წყრთის სიმაღლეზე აიწია წყალმა მათ ზემოთ და დაიფარა მთები.21. მოისპო ყოველი ხორციელი, რაც კი იძვროდა ამქვეყნად, ფრინველი, პირუტყვი, მხეცი და ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, და ყოველი ადამიანი.22. ყველაფერი, რასაც კი სიცოცხლის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში, ყველაფერი, რაც ხმელეთზე იყო, მოკვდა.
დაბადება თავი 7
21. მოისპო ყოველი ხორციელი, რაც კი იძვროდა ამქვეყნად, ფრინველი, პირუტყვი, მხეცი და ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, და ყოველი ადამიანი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 25. „ხოლო ნოე იყო წელისა ექუსასისაჲ" (დაბ 7:6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. წყლის აღმატება და ქვეყნიერების განწმენდა (7:19-24):

...ის სიმაღლის შესახებ რომ გვაცნობა, ესე იგი, რომ მთების მწვერვალებს ზემოთ თხუთმეტი წყრთით ავიდა, წერილი, თავისი ჩვეული ზედმიწევნითობით, კიდევ ამბობს: „და მოკუდა ყოველი ჴორცი მოკუდავი ქუეყანასა ზედა... და ყოველი კაცი. და ყოველი, რაოდენსა აქუნდა სული სიცოცხლისაჲ, და ყოველი, რაოდენი იყო ჴმელსა ზედა, მოკუდა" (). უმიზეზოდ კი არ შენიშნა წერილმა, რომ ყოველი, ვინც ხმელეთზე იყო, მოკვდა, არამედ იმისთვის, რომ შეიტყო: ყველა დაიღუპა, მხოლოდ მართალი გადარჩა კიდობანში მყოფ ყველასთან ერთად, — რადგან ისინი წინასწარ, ხმელეთი რომ დატოვეს, ღვთის ბრძანებისამებრ კიდობანში შევიდნენ. „და აღჴოცა ყოველი აღმდგომი, რომელი იყო პირსა ყოვლისა ქუეყანისასა" (). შეხედე, როგორ წერილი ერთხელ, ორჯერ და მრავალჯერ გვაცნობებს, რომ საყოველთაო დაღუპვა მოხდა და არცერთი არსება არ გადარჩა, არამედ ყველა წყალში დაიხრჩო — ადამიანებიც და ცხოველებიც. „დაშთა მხოლოდ ნოე და მისთანანი, რომელნი იყუნეს კიდობანსა შინა. და ამაღლდა წყალი ქუეყანასა ზედა ასერგასის დღე" (). ამდენ დღეს წყალი კვლავ მატულობდა. აქ კვლავ იფიქრე მართლის განსაკუთრებულ დიდსულოვნებასა და მამაცობაზე. რა არ გადაიტან...

სრულად ნახვა