...რ შენიშნა წერილმა, რომ ყოველი, ვინც ხმელეთზე იყო, მოკვდა, არამედ იმისთვის, რომ შეიტყო: ყველა დაიღუპა, მხოლოდ მართალი გადარჩა კიდობანში მყოფ ყველასთან ერთად, — რადგან ისინი წინასწარ, ხმელეთი რომ დატოვეს, ღვთის ბრძანებისამებრ კიდობანში შევიდნენ. „და აღჴოცა ყოველი აღმდგომი, რომელი იყო პირსა ყოვლისა ქუეყანისასა" (). შეხედე, როგორ წერილი ერთხელ, ორჯერ და მრავალჯერ გვაცნობებს, რომ საყოველთაო დაღუპვა მოხდა და არცერთი არსება არ გადარჩა, არამედ ყველა წყალში დაიხრჩო — ადამიანებიც და ცხოველებიც. „დაშთა მხოლოდ ნოე და მისთანანი, რომელნი იყუნეს კიდობანსა შინა. და ამაღლდა წყალი ქუეყანასა ზედა ასერგასის დღე" (). ამდენ დღეს წყალი კვლავ მატულობდა. აქ კვლავ იფიქრე მართლის განსაკუთრებულ დიდსულოვნებასა და მამაცობაზე. რა არ გადაიტანა, როცა წარმოიდგენდა და, ასე ვთქვათ, გონებით ხედავდა, როგორ ადამიანთა სხეულები და საცხოვართა სხეულები, წმიდა და არაწმიდა, ყველა ერთნაირი სიკვდილით დაიღუპა და ერთად, განურჩევლად, აერია? რა არ გადაიტანა, როცა თავის თავთან მარტოობაზე ფიქრობდა, ამ უდაბურ და სევდიან ცხოვრებაზე, რომელიც არანაირ ნუგეშს არ ჰპირდებოდა — არც საუბრისგან, არც ხილვისგან; როცა, ალბათ, არც კი იცოდა, რამდე...
დაბადება 7:23
22. ყველაფერი, რასაც კი სიცოცხლის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში, ყველაფერი, რაც ხმელეთზე იყო, მოკვდა.23. აღიგავა ყოველი არსება, რაც კი მიწის პირზე იყო; ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე - ყველაფერი აღიგავა პირისაგან მიწისა. გადარჩნენ მხოლოდ ნოე და მასთან ერთად კიდობანში მყოფნი.24. მატულობდა წყალი დედამიწაზე ას ორმოცდაათი დღე.
დაბადება თავი 7