...ისი კიდობანში დაბრუნებითა და იქ ყოფნით, რომ კიდევ ცოტა მოეთმინა. ამიტომ, "მერმე შემდგომად შჳდთა დღეთასა, — ნათქვამია, — კუალად განავლინა ტრედი კიდობნისაგან" (). "და მოაქცია მისა მიმართ ტრედმან მიმწუხრი და აქუნდა ზეთისხილისა ფურცელი რტოჲთა პირსა შინა მისსა" (). სიტყვა "მიმწუხრი" აქ უბრალოდ და უმიზნოდ არ არის ხმარებული, არამედ იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რომ მტრედმა კიდობნის გარეთ მთელი დღე გაატარა და ბუნებრივი საკვები რომ იპოვა, უკვე საღამოს დაბრუნდა, ზეთისხილის რტოთი ნისკარტში. ასეთია ეს ცხოველი — მშვიდი, რომელსაც ყოველთვის ამხანაგობის ყოფნა უყვარს: ამიტომაც დაბრუნდა კიდობანში და ზეთისხილის რტოთი მართალს დიდი ნუგეში მოუტანა. მაგრამ შეიძლება ვინმემ თქვას: სად იპოვა მტრედმა ზეთისხილის რტო? ყოველივე ღვთის განგების საქმე იყო: ისიც, რომ რტო იპოვა, ისიც, რომ მტრედმა ის ნისკარტში აიღო და მასთან ერთად მართალთან დაბრუნდა; მეორე მხრივ, ცნობილია, რომ ეს ზეთისხილის ხე მუდამ მწვანეა და, სავარაუდოდ, წყლის მოკლების შემდეგ ჯერ კიდევ ჰქონდა ფოთლები. "და მერმე და-ღა-ითმინა, — ნათქვამია, — შჳდ დღე... და კუალად განავლინა ტრედი და არ-ღა-რა შესძინა მოქცევად მისსა მომართ მერმე" (...
დაბადება 8:11
10. შვიდ დღეს კიდევ იცადა და ხელახლა გაუშვა მტრედი კიდობნიდან.11. დაუბრუნდა მტრედი საღამოჟამს და, აჰა, ზეთისხილის ნედლი რტო ეჭირა ნისკარტით. მიხვდა ნოე, რომ დამწდარიყო წყალი დედამიწაზე.12. შვიდ დღეს დაიცადა კიდევ და გაუშვა მტრედი; აღარ მობრუნებულა იგი მასთან.
დაბადება თავი 8