ნუ გამოვიძიებთ ჩვენც, როგორ მოხდა ეს, არამედ მხოლოდ ვირწმუნოთ, რომ ღმერთმა ბრძანა და უფსკრული მაღლა ავიდა; ბრძანა და მისი დინება შეჩერდა და თავის ადგილზე დაბრუნდა, რომელიც მხოლოდ თავად უფალმა იცის, მისმა შემქმნელმა. "და დადგა, — ნათქვამია, — კიდობანი თთუესა მეშჳდესა ოცდაშჳდისა მის თთჳსასა მთათა ზედა არარატისასა. ხოლო წყალი... შემცირდებოდა ვიდრე მეათედ თთუემდე და მეთერთმეტესა თთუესა, პირველსა თთჳსასა, გამოჩნდეს თავნი მთათანი" (). შეხედე, როგორ უეცრად მოხდა ცვლილება და რამდენი მოაკლდა წყალს, ისე რომ კიდობანი მთებზე დადგა. ზემოთ წერილი ამბობდა, რომ წყალი მთებზე თხუთმეტი წყრთით ამაღლდა, ახლა კი ამბობს, რომ "დადგა კიდობანი მთათა ზედა არარატისასა", რომ წყალი ამის შემდეგ თანდათანობით მეათე თვემდე იკლებდა, მეათე თვეში კი მთების მწვერვალები უკვე გამოჩნდა. დაფიქრდი ამასთან, რა სიმტკიცე აქვს მართალს, რომ ამდენი თვის განმავლობაში გაუძლო, თითქოს ბნელში გამოკეტილი იყო. "ხოლო იყო, შემდგომად ორმეოცთა დღეთასა განაღო ნოე კარი კიდობნისა, რომელ ქმნა, და განავლინა ყორანი ხილვად, უკუეთუ მოაკლდა...
დაბადება 8:13
12. შვიდ დღეს დაიცადა კიდევ და გაუშვა მტრედი; აღარ მობრუნებულა იგი მასთან.13. ექვსასმეერთე წელს, პირველი თვის დამდეგს დაშრა წყალი ქვეყნად; ახადა ნოემ სახურავი კიდობანს და ხედავს, აჰა, გამშრალია მიწის პირი.14. მეორე თვის ოცდამეშვიდე დღეს გამოშრა დედამიწა.
დაბადება თავი 8