მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 8:5

4. მეშვიდე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს არარატის მთებს მიადგა კიდობანი.5. თანდათან იკლებდა წყალი მეათე თვემდე. მეათე თვის პირველ დღეს გამოჩნდა მთათა მწვერვალები.6. ორმოცი დღის შემდეგ გააღო ნოემ სარკმელი, კიდობნისთვის რომ ჰქონდა დატანებული.
დაბადება თავი 8
5. თანდათან იკლებდა წყალი მეათე თვემდე. მეათე თვის პირველ დღეს გამოჩნდა მთათა მწვერვალები.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 26. "და მოეჴსენა ღმერთსა ნოესი" (დაბ 8:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. კიდობანი არარატზე, ყორანი და მტრედი (8:4-13):

...). "და ვერ მპოვნელი განსუენებასა ტრედი ფერჴთა მისთასა მოიქცა მისა მიმართ კიდობნად, რამეთუ წყალი იყო ყოველსა ზედა პირსა ქუეყანისასა" (). აქ კითხვა ისმის, რატომ ამბობს წმინდა წერილი, ზემოთ რომ თქვა "გამოჩნდეს თავნი მთათანი" (), ახლა რომ მტრედი, სიმშვიდე ვერ იპოვა და ნოესთან კიდობანში დაბრუნდა, "რამეთუ წყალი იყო ყოველსა ზედა პირსა ქუეყანისასა". ყურადღებით წავიკითხოთ ეს სიტყვები და მიზეზს გავიგებთ. წერილი არ თქვა მხოლოდ: ვერ "მპოვნელი განსუენებასა", არამედ დაამატა: "ფერჴთა მისთასა", რათა გვაჩვენოს, რომ თუმცა წყალი ნაწილობრივ მოაკლდა და მთების მწვერვალები გამოჩნდა, მაგრამ ეს მწვერვალებიც წყალდიდობისგან ჯერ კიდევ ტალახით იყო დაფარული ან თხევადი ლამით სავსე. ამიტომ ვერ შეძლო მტრედმა ვერც სადმე დაჯდომა და ვერც ბუნებრივი საკვები იპოვა და კიდობანში დაბრუნდა, ამით მართალს აცნობებდა, რომ დედამიწაზე ჯერ კიდევ ბევრი წყალი იყო. "და განყო ჴელი, მიიქუა იგი და შეიყუანა იგი თავისა თჳსისა თანა კიდობნად". ხედავ, რა მადლიერია ეს ფრინველი, როგორ ანიშნებდა მართალს თავისი კიდობანში დაბრუნებითა და იქ ყოფნით, რომ კიდევ ცოტა მოეთმინა. ამიტომ, **"მერმე შემდგომ...

სრულად ნახვა