...გან წმინდა ფრინველთა ჯიშს ეკუთვნის. "და განავლინა, — ნათქვამია, — ტრედი უკუანა მისა, უკუე-თუ მოაკლდა წყალი პირისაგან ქუეყანისა" (). "და ვერ მპოვნელი განსუენებასა ტრედი ფერჴთა მისთასა მოიქცა მისა მიმართ კიდობნად, რამეთუ წყალი იყო ყოველსა ზედა პირსა ქუეყანისასა" (). აქ კითხვა ისმის, რატომ ამბობს წმინდა წერილი, ზემოთ რომ თქვა "გამოჩნდეს თავნი მთათანი" (), ახლა რომ მტრედი, სიმშვიდე ვერ იპოვა და ნოესთან კიდობანში დაბრუნდა, "რამეთუ წყალი იყო ყოველსა ზედა პირსა ქუეყანისასა". ყურადღებით წავიკითხოთ ეს სიტყვები და მიზეზს გავიგებთ. წერილი არ თქვა მხოლოდ: ვერ "მპოვნელი განსუენებასა", არამედ დაამატა: "ფერჴთა მისთასა", რათა გვაჩვენოს, რომ თუმცა წყალი ნაწილობრივ მოაკლდა და მთების მწვერვალები გამოჩნდა, მაგრამ ეს მწვერვალებიც წყალდიდობისგან ჯერ კიდევ ტალახით იყო დაფარული ან თხევადი ლამით სავსე. ამიტომ ვერ შეძლო მტრედმა ვერც სადმე დაჯდომა და ვერც ბუნებრივი საკვები იპოვა და კიდობანში დაბრუნდა, ამით მართალს აცნობებდა, რომ დედამიწაზე ჯერ კიდევ ბევრი წყალი იყო. "და განყო ჴელი, მიიქუა იგი და შეიყუანა იგი თავისა თჳსისა თანა კიდობნად". ხედავ, რა მა...
დაბადება 8:9
8. გაუშვა მტრედი, რომ გაეგო - თუ დაიკლო წყალმა მიწის პირზე.9. ვერ იპოვა მტრედმა ბრჭყალის მოსაჭიდი და უკანვე მოუბრუნდა კიდობანში, რადგან ჯერ კიდევ იდგა წყალი მთელს მიწის პირზე; გაიწოდა ხელი ნოემ, აიყვანა იგი და შეიყვანა კიდობანში.10. შვიდ დღეს კიდევ იცადა და ხელახლა გაუშვა მტრედი კიდობნიდან.
დაბადება თავი 8