მართალია, ეს მან უკვე აღუთქვა კურთხევამდეც, როდესაც, როგორც მოისმინეთ, ბრძანა: "არ-ღა შევსძინო მერმე წყევად ქუეყანისა" (); ხალხი, ანუ ბევრ ბოროტებას რომც სჩადიოდეს, მაინც ასეთ სასჯელს არ დავატეხ კაცობრივ მოდგმას. მაგრამ აი, გამოიჩენს რა თავის გამოუთქმელ კაცთმოყვარეობას, ისევ იმასვე აღუთქვამს, რათა მართალი მშვიდად იყოს და თავის თავს ასე არ ეუბნებოდეს: ღმერთმა წინათაც კურთხევით აღნიშნა ჩვენი მოდგმა და ნება მისცა გამრავლებულიყო, მაგრამ მაინც ასეთი საყოველთაო მოსპობა მოავლინა. ამგვარად, იმისთვის, რომ მისი გონებიდან ყოველგვარი შეშფოთება ამოეძირკვა და დაერწმუნებინა, რომ ეს მეტად აღარ იქნება, ღმერთი ამბობს: როგორც წარღვნა მოვავლინე კაცთმოყვარეობით, რათა ბოროტება მოვკვეთო და მისი შემდგომი გავრცელება შემეჩერებინა, ისევე ახლაც ჩემი კაცთმოყვარეობით აღვთქვამ, რომ ამის შემდეგ ამას აღარ მოვიმოქმედებ, რათა ამჟამინდელი ცხოვრება ყოველგვარი შიშის გარეშე გაატაროთ. სწორედ ამიტომ ამბობს: "აჰა, მე აღვადგენ აღთქუმასა ჩემსა", ანუ ხელშეკრულებას ვდებ. როგორც ადამიანურ საქმეებში, ვინც რაიმეს აღუთქვამს,...
დაბადება 9:12
11. გიდებთ აღთქმას, რომ აღარ აღგვის ხორციელს წარღვნა და აღარ მოვა წარღვნა ქვეყნის დასაღუპავად.12. თქვა უფალმა ღმერთმა: ეს იყოს ნიშანი აღთქმისა, რომელსაც ვდებ ჩემსა და თქვენს შორის, და თქვენთან მყოფ ყოველ სულდგმულს შორის, თაობიდან თაობამდე, სამარადისოდ;13. ვდებ ჩემს ცისარტყელას ღრუბელში ნიშნად აღთქმისა ჩემსა და ქვეყანას შორის.
დაბადება თავი 9