...ყალი იგი რღუნისა მოსპოლვად ყოველსა ჴორციელსა"**, ასეთი წყალდიდობა აღარ იქნება, ასეთ რისხვას ადამიანური ბუნება მეტად აღარ განიცდის. "და იყოს, — ამბობს, — მშვილდი იგი ღრუბელთა შინა და ვიხილო და მოვიჴსენო აღთქუმაჲ საუკუნო შორის ჩემსა. და შორის ყოვლისა ცხოველისა და ყოვლისა ჴორციელისა, რომელ არს ქუეყანასა ზედა" (). შეხედე, რა მდაბალ გამოთქმებს ხმარობს, რათა ხალხს სიმშვიდე და სრული დარწმუნებულობა ჩაუნერგოს. "და ვიხილო, — ამბობს, — და მოვიჴსენო აღთქუმაჲ ჩემი". განა შეხედვა მეხსიერებას უღვიძებს? არა, ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ ასე, არამედ ისე, რომ, როცა ამ სასწაულს დავინახავთ, მშვიდად შეგვეძლება ღვთის აღთქმაზე დავეყრდნოთ, ვინაიდან ღვთის აღთქმები შეუსრულებელნი ვერ დარჩებიან. "და ჰრქუა, — ნათქვამია, — უფალმან ნოეს: ესე სასწაული არს აღთქუმისა ჩემისაჲ, რომელი დავდევ შორის ჩემსა და შორის ყოვლისა ჴორციელისა, რომელ არს ქუეყანასა ზედა" (). მიიღე, ამბობს, სასწაული, რომელიც მე მოვეცი (აღთქუმად) ჩემსა და ყოველ ხორციელს შორის, რაც კი დედამიწაზე არის; ნუ შეშფოთდები სულით და ნუ შეირყევი გონებით, არამედ ამ სასწაულს რომ შეხედავ, თავადაც მტკიცე იყავი და შენმა ყველა შთამომავალმაც მოსვენება მიიღოს მისგან; ა...
დაბადება 9:16
15. მაშინ გავიხსენებ აღთქმას ჩემსა და თქვენს შორის, ყოველ ხორციელ სულდგმულს შორის, და აღარ გადაიქცევა წყალი წარღვნად ყოველი ხორციელის დასაღუპავად.16. გამოჩნდება ჩემი ცისარტყელა ღრუბელში, დავინახავ მას და გავიხსენებ მარადიულ აღთქმას ღმერთსა და ყოველ ხორციელ სულდგმულს შორის, რაც კი არის ამქვეყნად.17. უთხრა ღმერთმა ნოეს: ეს იყოს ნიშანი ჩემი აღთქმისა, რომელიც დაგიდევით თქვენ და ყოველ ხორციელს, რაც კი არის ამქვეყნად.
დაბადება თავი 9